N 369 - 11/07/2018 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №369
2018 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679722157655 {width:401.4pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„5
გადასახადის გადამხდელის ინიციატივით
საგადასახადო
შემოწმების ჩატარება
ორგანიზაციებისათვის – 5000 ლარი;
სხვა პირებისათვის:
12 თვემდე (მე-12 თვის ჩათვლით) პერიოდის შემოწმებისათვის – 10 000 ლარი;
12 თვეზე მეტი და 24 თვემდე (24-ე თვის ჩათვლით) პერიოდის შემოწმებისათვის – 20 000 ლარი;
24 თვეზე მეტი პერიოდის შემოწმებისათვის – 30 000 ლარი.
შენიშვნა: ამ გრაფის მიზნებისათვის ორგანიზაციად მიიჩნევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული წარმონაქმნები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე