ბრძანება N 23349
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23349
22 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 15 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბერსა და 9 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმები №81 და №85) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №97995/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აგვისტოს №056-54 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს გადასახადების მოხსნას. სხვა არგუმენტი საჩივარში მითითებული არ არის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6281 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 დეკემბრის №056-74 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 3 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6281 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 14 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 15 აგვისტოს №056-54 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შემოწმებას მიაწოდა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 6 პირის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გავლენას არ ახდენს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ფარგლებში დამატებით რაიმე სახლის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ დამატებით ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, თუმცა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მოცემული მომენტისთვის მათ საქმის ახალი მასალები/ინფორმაცია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, არ გააჩნიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრულ დროში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შემოწმებისთვის მიწოდებულია მხოლოდ რამდენიმე პირის გამოკითხივს ოქმი, რომლებიც ვერ ახდენს გავლენას საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შემოწმებას მიაწოდა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 6 პირის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გავლენას არ ახდენს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ფარგლებში დამატებით რაიმე სახლის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ დამატებით ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, თუმცა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მოცემული მომენტისთვის მათ საქმის ახალი მასალები/ინფორმაცია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, არ გააჩნიათ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)