ბრძანება N 7025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7025
03.04.2023
შპს „-------------“-ის (ს/ნ -----------)
(მის.: ქ. -----------------------------)
2023 წლის 8 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს „---------------------“-ის (ს/ნ ---------------) №79552/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის ID: ------------- გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 10 იანვარს ID:----------, 30 იანვარს ID:----------, 14 თებერვალს ID:---------განცხადებებით მიმართა შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს კვალიფიკაციური დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ. დაწესებულ ვადებში წარადგინა მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (ახსნა-განმარტებითი ბარათი, იჯარის ხელშეკრულების ასლი, საბანკო ამონაწერი), მაგრამ მათთვის გაურკვეველი მიზეზის გამო უარი ეთქვათ დღგ-ის კვალიფიკაციის სტატუსის მინიჭებაზე რასაც არ ეთანხმებიან.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 22 დეკემბერს, 28 დეკემბერს კანონმდებლობის შესაბამისად ნებაყოფლობით მიიღო დღგ-ის გადამხდელის არაკვალიფიციური სტატუსი. ამ პერიოდიდან დღემდე განხორციელებული აქვთ საქონლის შესყიდვა დღგ-ს გადამხდელი ორგანიზაციებიდან, რაზეც გამოუწერეს შესაბამისი ა/ფაქტურები. აგრეთვე მოახდინეს საქონლის რეალიზაცია დღგ-ს გადამხდელ ორგანიზაციებზე, რომლებიც ითხოვენ საგადასახადო ა/ფაქტურის გამოწერას. დღგ-ს არაკვალიფიკაციური სტატუსის მინიჭების გამო ვერ ახორციელებენ მიღებული ა/ფაქტურების დადასტურებას და ვერ ახერხებენ ინფორმაციის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვას (ვერ იღებენ ჩათვლას), ასევე საქონლის მიწოდებაზე მყიდველის მოთხოვნის გათვალისწინებით ვერ წერენ საგადასახადო ა/ფაქტურებს, რის გამოც ხელი ეშლებათ ეკონომიკური საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას და სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით თანახმად, 2023 წლის 10 იანვარს (ID ---------), 30 იანვარს (ID -----------) და 14 თებერვალს (ID ------------) წარმოდგენილი იქნა განცხადებები კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოხდა გადამხდელის შესახებ ინფორმაციის მოძიება. შპს ,,--------------“ (ს/ნ -----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 22 დეკემბერს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 28 დეკემბერს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს ხე-ტყის რეალიზაცია.
გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით 2023 წლის 12 იანვარს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა კომპანიის კანონიერ წარმომადგენელთან (დირექტორი - ---------თან (პ/ნ -----------)) შეხვედრა შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული კომუნიკაციისას გადამხდელის წარმომადგენლის მხრიდან მიღებული ინფორმაციით არ გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელის უფლება-მოვალეობების ცოდნა, დირექტორი არ ფლობდა ინფორმაციას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის (ხე-ტყის მასალის) მომწოდებლების/მომხმარებლების და საგადასახადო ორგანოს მიმართ ვალდებულებების შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენებისათვის და საგადასახადო რისკების პრევენციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად, შპს ,,------------“-ს (ს/ნ --------) 2023 წლის 28 თებერვლის ID: ---------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 22 დეკემბერს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 28 დეკემბერს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს ხე-ტყის რეალიზაცია. გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით 2023 წლის 12 იანვარს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა კომპანიის კანონიერ წარმომადგენელთან შეხვედრა შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული კომუნიკაციისას გადამხდელის წარმომადგენლის მხრიდან მიღებული ინფორმაციით არ გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელის უფლება-მოვალეობების ცოდნა, დირექტორი არ ფლობდა ინფორმაციას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის (ხე-ტყის მასალის) მომწოდებლების/მომხმარებლების და საგადასახადო ორგანოს მიმართ ვალდებულებების შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენებისათვის და საგადასახადო რისკების პრევენციის საფუძველზე, კომპანიას უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6)
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 51-ე, 561 და 563 მუხლები.