გადაწყვეტილება №19522/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19522/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 26.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19522/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1885 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №006-61 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8031 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 089 851,05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 543 091
აქციზის გადასახადი - 339 450
დღგ - 101 645
მოგების გადასახადი - 101 996
ჯარიმა - 273 454
საურავი - 273 306,05
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №006-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1885 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1885 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია დასკვნა გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც 13.09.2019 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული 36 359 ლიტრი სპირტის დანაკლისის ნაცვლად, დანაკლისმა შეადგინა 22 230 ლიტრი, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, 16.02.2023 წლის №2897 ბრძანებით მომჩივანს შეუმცირდა სულ 2 789 707 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 860 280 ლარი და ჯარიმა 929 427 ლარი. გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №006-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8031 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) და შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) რეალიზებული პროდუქციის აქციზის გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა სპირტის დანაკლისის საკითხი და შემოწმებით დაფიქსირებული 36 359 ლიტრი სპირტის დანაკლისის ნაცვლად, დანაკლისმა შეადგინა 22 230 ლიტრი, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საზოგადოება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისს არ ეთანხმება და არ აქვს აღიარებული, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გამო, რომელიც წარდგენილი აქვს დავების განხილვის საბჭოში. საზოგადოების პოზიცია და არგუმენტაცია გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ და მიიჩნია, რომ საკითხი მოითხოვდა დამატებით შესწავლას. გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების (დანაკლისის) საკითხის დამატებით შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოება არ ეთანხმება და წარდგენილი აქვს საჩივარი. შესაბამისად, ვიდრე არ დასრულდება საკითხის შესწავლა, ამ ნაწილში თანხის დარიცხვა უსაფუძვლოა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1885 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია დასკვნა გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც 13.09.2019 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული 36 359 ლიტრი სპირტის დანაკლისის ნაცვლად, დანაკლისმა შეადგინა 22 230 ლიტრი. აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია და გათვალისწინებული იქნა საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, დანაკლისის კორექტირებული რაოდენობა, კერძოდ 36 359 ლიტრი სპირტის დანაკლისის ნაცვლად, დანაკლისად განსაზღვრული სპირტის მოცულობა 22 230 ლიტრი. შედეგად კი განხორციელდა დარიცხული გადასახადის და სანქციის თანხების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1885 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1885 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1885 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბჭოს 21.10.2021 წლის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია დასკვნა გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც 13.09.2019 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული 36 359 ლიტრი სპირტის დანაკლისის ნაცვლად, დანაკლისმა შეადგინა 22 230 ლიტრი. აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1885 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 286(9).