ბრძანება N 13254
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13254
17 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 29 მაისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №102636/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის №022-2026-092269 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და 2026 წლის 22 მაისის №057-2026-16801 ბრძანებას „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის 27 აპრილს წარმოადგინა განაცხადი დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. რაზეც მიიღო დადებითი პასუხი. იმავე დღეს, 2026 წლის 27 აპრილს, გაფორმდა ხელშეკრულება №2026-7762 თანდართულ გრაფიკთან ერთად. პირველი შენატანი უნდა განხორციელებულიყო 2026 წლის 25 მაისს 1 839 ლარის ოდენობით. 2026 წლის 22 მაისს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტისგან გაეგზავნა შეტყობინება №2026-7762 ხელშეკრულების ცალმხრივად დარღვევისა და ქონებაზე/საბანკო ანგარიშებზე ყადაღა-ინკასოს წარდგენის შესახებ. როგორც გაირკვა, ხელშეკრულება დაირღვა 2026 წლის 15 მაისის მოგების გადასახადის პირველი საავანსოს დარიცხვის შემდეგ, რაც არ უნდა დარიცხვოდა 2026 წლის 21 აპრილს წარდგენილი განცხადების საფუძველზე (მიმდინარე გადასახდელების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადება, რაზეც გაცემულია პასუხი ID:-------, შტრიხკოდი: -------). ასევე, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია 2026 წლის 31 მარტს, დოკუმენტის №-------.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 27 აპრილის ID:------- განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 27 აპრილს გამოცემულ იქნა №057-2026-13914 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ი/მ ------- (ს/ნ -------) მიმართ 2026 წლის 27 აპრილის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (20 270.1 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2027 წლის 26 აპრილის ჩათვლით. ასევე, ი/მ ------- (ს/ნ -------) გაფორმდა 2026 წლის 27 აპრილის №2026-7762 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.
ამასთან, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად, მოვალემ იკისრა ვალდებულება, არ დაერღვია ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2026 წლის 27 აპრილის №2026-7762 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული საავანსო), 2026 წლის 22 მაისს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №057-2026-16801 ბრძანება, რომლის თანახმადაც, გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2026 წლის 27 აპრილის №057-2026-13914 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ №2026-7762 ხელშეკრულება.
ამავე ბრძანებით ვალის მართვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალა ი/მ ------- (ს/ნ -------) მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის №057- 2026-16801 ბრძანების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.
ამავე მუხლის 81 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50 000 ლარს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64- ე მუხლის თანახმად:
1. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ: ა) პირმა დაარღვია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ დაირღვა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2026 წლის 27 აპრილის №2026-7762 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული საავანსო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და ამ ნაწილში არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის №022-2026-092269 ბრძანების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 11 ივნისის №022-2026-104813 ბრძანებით გაუქმებულ იქნა ი/მ ------- (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანების ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის №022-2026- 092269 ბრძანების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და ხელშეკრულების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივანის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც, არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადდა 1 წლით. რაზეც გაფორმდა ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული საავანსო), გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება, რომლის თანახმადაც, გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და ამ ნაწილში არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(10)