ბრძანება N 25537
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25537
06 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------ის (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.: -------------------)
(იურ. მის.:---------------------)
2026 წლის 22 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა ი/მ ---------ის (ს/ნ -------------) 2026 წლის 22 ოქტომბრის №105198/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 სექტემბრის №056-64 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 აპრილის №8549 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 აპრილის №8549 ბრძანებით ი/მ ---------ის (ს/ნ -------------) საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მე-3 და მე-4 სადავო საკითხების ნაწილში დარჩა განუხილველი. კერძოდ:
„1. ი/მ ---------ის (ს/ნ -------------) საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ი/მ ---------ის (ს/ნ -------------) საჩივარი მე-3 და მე-4 სადავო საკითხების ნაწილში დარჩეს განუხილველი.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 აპრილის №8549 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2026 წლის 8 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 21 სექტემბრის №056-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 49 715 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 891
დღგ - (-14 868)
საშემოსავლო გადასახადი - 45 618
ქონების გადასახადი - 141
ჯარიმა - 13 113
საურავი - 5 711
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, -----ის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენისას გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოუდგენია.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. სხვა არგუმენტაცია არ აქვს წარმოდგენილი.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შეესწავლა გადამხდელის მიერ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, თუმცა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა ----ის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენისას გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენა. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---------ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №8549 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №8549 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №8549 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №056-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);