ბრძანება N 32657

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2023
№ დოკუმენტი 32657
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32657

25 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 8 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 8 ნოემბრის №84794/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №081-231 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას, განმარტავს, რომ „კომპანიას“ შესამოწმებელ პერიოდში 12 კომერციული ფართიდან გაქირავებული ჰქონდა მხოლოდ 3 კომერციული ფართი, აუდიტორის მიერ ყველა კომერციული ფართი განხილულ იქნა ე.წ. „საინვესტიციო ქონებად“ და დაიბეგრა ქონების გადასახადით. აღნიშნული ფართები თავიდანვე გამიზნული იყო მხოლოდ გასაყიდად. შესამოწმებელ პერიოდში „კომპანიას“ საკუთრებაში არსებული 2,697.70 მ 2 კომერციული ფართიდან გაქირავებული ჰქონდა მხოლოდ 871,1 მ 2 . შემოწმების მიერ კი ქონების გადასახადით დაბეგრილია კომპანიის კუთვნილი მთელი კომერციული ფართები მიუხედავად იმისა, რომ ისინი საერთოდ არ ყოფილა გაქირავებული და შესაბამისად არ წარმოადგენდა ე.წ. საინვესტიცო ქონებას. შემოწმების მიერ არც ის ფაქტობრივი გარემოებები არ ყოფილა გათვალისწინებული, რომ კომპანიის მიერ 2021 წლის ივლისში გასხვისებულ იქნა 999,5 მ 2 კომერციული ფართი და მიუხედავად ამისა აღნიშნული ფართები 2021 და 2022 წლებში მაინც დაბეგრილ იქნა ქონების გადასახდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7861 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციაში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 ოქტომბრის №24839 ბრძანება და 9 ოქტომბრის №081-231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 479 677 ლარი, მათ შორის, გადასახადი 270 709 ლარი, ჯარიმა 110 881 ლარი, საურავი 98 087 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „------ს“ საქმიანობის სახეა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანიას აშენებული აქვს მრვალფუნქციური კომპლექსი -------ს რაიონში, ------ში (ს/კ -----), ხოლო შენობაში არსებული კომერციულო ფართები იჯარით აქვს გაცემული. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, აღნიშნული კომერციული ფართების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. შედეგად, 2023 წლის 3 აგვისტოს გამოიცა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნა №57931/05/23, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზის მიერ იდენტიფიცირებული კომპანიის კუთვნილი კომერციული ფართების საბაზრო ღირებულებამ 2020 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 6 020 700 ლარი, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 5 691 800 ლარი და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 4 964 200 ლარი. გარდა ამ ფართებისა, კომპანიის საკუთრებაში იყო 5 კომერციული ფართი, რომელთა რეალიზაცია მოხდა 2021 წლის ივლისში ჯამში 3 143 000 ლარად, რასაც ადასტურებს აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის და 202-ე მუხლის მე-41 მუხლის გათვლისწინებით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4 1 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).

2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადას ახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზ რო ფასით.

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს მრვალფუნქციური კომპლექსი, ხოლო შენობაში არსებული კომერციულო ფართები იჯარით აქვს გაცემული. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, აღნიშნული კომერციული ფართების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. შედეგად, 2023 წლის 3 აგვისტოს გამოიცა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის მიხედვით, ექსპერტიზის მიერ იდენტიფიცირებული კომპანიის კუთვნილი კომერციული ფართების საბაზრო ღირებულებამ 2020 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 6 020 700 ლარი, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 5 691 800 ლარი და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 4 964 200 ლარი. შედეგად დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ 2021 წლის ივლისში რეალიზებულ ქონებაზე შემოწმებით 2021-2022 წლებში დარიცხულია ქონების გადასახადი, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიის საკუთრებაში იყო 5 კომერციული ფართი, რომელთა რეალიზაცია მოხდა 2021 წლის ივლისში ჯამში 3 143 000 ლარად, რასაც ადასტურებს აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, აღნიშნული ქონების რეალიზაციის გათვალისწინებით განისაზღვა საწარმოს 2021-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.:ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივნის საქმიანობის სახეა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანიას აშენებული აქვს მრვალფუნქციური კომპლექსი, ხოლო შენობაში არსებული კომერციულო ფართები იჯარით აქვს გაცემული. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, აღნიშნული კომერციული ფართების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. შედეგად, 2023 წლის 3 აგვისტოს გამოიცა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნა №57931/05/23, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზის მიერ იდენტიფიცირებული კომპანიის კუთვნილი კომერციული ფართების საბაზრო ღირებულებამ 2020 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 6 020 700 ლარი, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 5 691 800 ლარი და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 4 964 200 ლარი. გარდა ამ ფართებისა, კომპანიის საკუთრებაში იყო 5 კომერციული ფართი, რომელთა რეალიზაცია მოხდა 2021 წლის ივლისში ჯამში 3 143 000 ლარად, რასაც ადასტურებს აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის და 202-ე მუხლის მე-41 მუხლის გათვლისწინებით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1"ა.ა"), 202(1)(41), 205(2)(3).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.