ბრძანება N 18088

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.07.2023
№ დოკუმენტი 18088
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 18088

26 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ ------)

(მის.: -----------)

2023 წლის 7 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ------) 2023 წლის 7 ივლისის №82145/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №001-79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა ექსპორტიორთან გაფორმებული შედარების აქტი. მიუთითებს, რომ თანხის გადახდის კონკრეტულ თარიღს არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. ასევე, განმარტავს, რომ აუდიტორმა არ გაითვალისწინა შპს „------თვის“ გადახდილი 142 000 ლარი. აცხადებს, რომ თანხის გადახდა დასტურდებოდა ვალის აღიარების ხელშეკრულებით. ასევე, გადამხდელი აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე არ უნდა დარიცხვოდა ქონების გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12170 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“-ის (ს/ნ ------) 2022 წლის 22 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ხელფასად განხილული განკარგვადი თანხის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12170 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 23 653 ლარი, მათ შორის გადასახადი 15 768 ლარი, ხოლო ჯარიმა 7 885 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 მაისის №001–79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების ბრძანების აღსრულების მიზნით შემმოწმებელს წარუდგინა საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები (ჯამური თანხა - 35 675 ლარი), ძირითადი საშუალების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა - 29 000 ლარი) და იმპორტიორთან გაფორმებული შედარების აქტი თანხების გადახდასთან დაკავშირებით. იმპორტიორთან გაფორმებული შედარების აქტი არ იყო სრულყოფილი ინფორმაციის შემცველი. კერძოდ, არ იყო მითითებული თანხის გადახდის თარიღი და ვერ დგინდებოდა შესამოწმებელ პერიოდში მოხდა თუ არა თანხების ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებულ დოკუმენტს არ გამოუწვევია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, გადაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ხარჯი. ამასთან, ხელფასად განხილული განკარგვადი თანხები გაანგარიშდა (საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის მომენტშიც) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. აღნიშულიდან გამომდინარე, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საწარმოს საბანკო სასესხო ვალდებულების ნაშთის უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებასა და ხელფასად განხილული განკარგვადი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე, ხელფასად განხილული განკარგვადი თანხის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გაითვალისწინა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ხარჯი. ამასთან, ხელფასად განხილული განკარგვადი თანხები გაანგარიშდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი 16 168 ლარის ოდენობით და ჯარიმა 8 085 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე ექსპორტიორთან გაფორმებული შედარების აქტი არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან არ იყო მითითებული როდის მოხდა აღნიშნული თანხების გადახდა. ასევე, საბაჟო ოპერაციების გზით შემოტანილი იყო 275 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო შედარების აქტის მიხედვით გადახდილი იყო 465 000 აშშ დოლარი და მითითებული იყო, რომ მოხდებოდა დარჩენილი საქონლის მოწოდებაც, თუმცა 2021 წლის აპრილის შემდეგ საბაჟო ოპერაცია არ განხორციელებულა. ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა დამატებით წარადგინა ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის ხარჯის დოკუმენტი, რაც არ იყო ცნობილი შემოწმების პროცესში, ფულის მოძრაობაში აღნიშნული გათვალისწინებული იქნა როგორც ხარჯი, თუმცა ასევე გადამხდელს განესაზღვრა ვალდებულებები ქონების გადასახადში ძირითად საშუალებაზე.

რაც შეეხება შპს „--------თვის“ გადახდილ 142 000 ლარს, აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების ბრძანების აღსრულების მიზნით შემმოწმებელს წარუდგინა საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები (ჯამური თანხა - 35 675 ლარი), ძირითადი საშუალების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა - 29 000 ლარი) და იმპორტიორთან გაფორმებული შედარების აქტი თანხების გადახდასთან დაკავშირებით. იმპორტიორთან გაფორმებული შედარების აქტი არ იყო სრულყოფილი ინფორმაციის შემცველი. კერძოდ, არ იყო მითითებული თანხის გადახდის თარიღი და ვერ დგინდებოდა შესამოწმებელ პერიოდში მოხდა თუ არა თანხების ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებულ დოკუმენტს არ გამოუწვევია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, გადაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ხარჯი. ამასთან, ხელფასად განხილული განკარგვადი თანხები გაანგარიშდა (საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის მომენტშიც) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. აღნიშულიდან გამომდინარე, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).