ბრძანება N 19884
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19884
10 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 25 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 25 ივლისის №97104/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №094-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას, კომპანიების მიმართ გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯად მიჩნევის საფუძვლით. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული მიდგომა არასწორია, ვინაიდან ყველა გადარიცხვას თან ახლავს შეთანხმება, ხელშეკრულება ან შესრულებული სამუშაოს აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა შესაბამისი თანხის გადარიცხვა. ითხოვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული დაკვალიფიცირდეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უსასყიდლო საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტების ფარგლებში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინეს დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ, შედარების აქტები და ხელშეკრულებები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, წარდგენილი მტკიცებულებებიდან აუდიტის დეპარტამენტმა გაიზიარა მხოლოდ ერთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უმნიშვნელოდ დაკორექტირდა დარიცხული მოგების გადასახადი. გადამხდელი ითხოვს წარდგენილი ფაქტებისა და გარემოებების მათი მონაწილეობით შესწავლას და კომპანიის მიმართ დარიცხული თანხების შემცირებას.
2. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შეცდომაზე/არცოდნაზე მითითებით, ითხოვს, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმასაურავი) გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 მარტის №3915 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 23 იანვრის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 მარტის №3915 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 17 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა ჯამში 8 732 ლარით, კერძოდ, გადასახადი 5 821 ლარით, ჯარიმა 2 911 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 26 ივნისის №094-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2021 წლის 18 იანვრის სამმხრივი შეთანხმება და 2025 წლის 17 ივნისის ცნობა, რითაც დასტურდება, რომ შპს „---მა“ (ს/ნ ---) შპს "---ს" (---) სასარგებლოდ დაფარა ფიზიკურ პირთან შპს „---ს" (---) ვალდებულების ნაწილი და აღნიშნული განაცემით გაეზარდა სასესხო მოთხოვნა ზემოთაღნიშნულ კომპანიასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადაანგარიშდა (შემცირდა) მოგების გადასახადში დარიცხული თანხა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი გარემოებაა, რომ შემოწმებამ გადაიანგარიშა მოგების გადასახადში დარიცხული თანხა. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილია 2021 წლის 18 იანვრის სამმხრივი შეთანხმება და 2025 წლის 17 ივნისის ცნობა, რითაც დასტურდება, რომ შპს „---მა“ შპს „---ს" სასარგებლოდ დაფარა ფიზიკურ პირთან შპს „---ს" ვალდებულების ნაწილი და აღნიშნული განაცემით გაეზარდა სასესხო მოთხოვნა ზემოაღნიშნულ კომპანიასთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შესაბამისად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას, კომპანიების მიმართ გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯად მიჩნევის საფუძვლით.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი გარემოებაა, რომ შემოწმებამ გადაიანგარიშა მოგების გადასახადში დარიცხული თანხა. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილია სამმხრივი შეთანხმება და ცნობა, რითაც დასტურდება, რომ მომჩივანმა შპს-ს სასარგებლოდ დაფარა ფიზიკურ პირთან შპს-ს ვალდებულების ნაწილი და მოცემული განაცემით გაეზარდა სასესხო მოთხოვნა აღნიშნულ კომპანიასთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შესაბამისად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.