გადაწყვეტილება №19890/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19890/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19890/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19890/2/2023).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების მიწოდებულად განხილვის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა და რეალიზაციის თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად მიჩნევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №081-381 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10489 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 176 759,43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 110 543

დღგ - 77 057

მოგების გადასახადი - 3 884

საშემოსავლო გადასახადი - 29 602

ჯარიმა - 53 742,6

საურავი - 12 473,83

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 15.12.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №081-381 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.06.2022 წლის №16152 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.10.2022 წლის №17243/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.06.2022 წლის №16152 ბრძანება;

- უძრავი ქონების მიწოდებულად განხილვის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვისა და რეალიზაციის თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად მიჩნევის ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

- პირველი და მე-4 დავის საგნის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

უძრავი ქონების მიწოდებულად განხილვის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10489 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №------ წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10489 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 10.05.2023 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 11.05.2023 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10489 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 31.05.2023 წელი. ხოლო, საჩივარი (№94790/01) დავების განხილვის საბჭოში გამოგზავნილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 2.06.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10489 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების მიწოდებულად განხილვის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას და რეალიზაციის თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემად მიჩნევას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

უძრავი ქონების მიწოდებულად განხილვის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10489 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10489 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(„ე“ ).