გადაწყვეტილება №21102/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 06.02.2024
№ დოკუმენტი 21102/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21102/2/2023

06 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 18.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21102/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 23.05.2023 წლის №EL210517 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15885 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 10 736 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 5 000 (სსკ-ის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილი)

ჯარიმა - 5 736 (სსკ-ის 172-ე მუხლი)

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის მიმართ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 23.05.2023 წელს შედგა №EL210517 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 9.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15885 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 25.12.2023 წელს მომართა განცხადებით, რომლითაც უარს აცხადებს 18.10.2023 წლის №21102/2/2023 საჩივარზე (რომლითაც სადავო იყო საბაჟო დეპარტამენტის 23.05.2023 წლის №EL210517 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15885 ბრძანება) დავის გაგრძელებაზე.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი უარს აცხადებს საგადასახადო დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15885 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა,მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 25.12.2023 წელს მომართა განცხადებით, რომლითაც უარს აცხადებს 18.10.2023 წლის №21102/2/2023 საჩივარზე (რომლითაც სადავო იყო საბაჟო დეპარტამენტის 23.05.2023 წლის №EL210517 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15885 ბრძანება) დავის გაგრძელებაზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი უარს აცხადებს საგადასახადო დავის გაგრძელებაზე, არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ა).