ბრძანება N 24669
📄 სრული ტექსტი
N 24669
29 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 17 სექტემბრის და 7 ოქტომბრის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2026 წლის 17 სექტემბრის №104652/1/2026 და 7 ოქტომბრის №104946/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 აგვისტოს №041-56 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 აპრილის №8992 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 აპრილის №8992 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17597 ბრძანების სრულყოფილად აღსრულებისა და შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 აპრილის №8992 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 18 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, 2025 წლის 19 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების შემცირდა, სულ 75 649 ლარი, მათ შორის, გადასახადი 50 438 ლარი, ჯარიმა 25 211 29 ოქტომბერი 2026 N 24669 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 აგვისტოს №041-56 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 283 577 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 158 077 ლარი
დღგ - 18 879
საშემოსავლო გადასახადი - 139 198
ჯარიმა - 78 431
საურავი - 47 069
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
შემოწმების პროცესში წარმოებული ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშების ანალიზით დადგინდა, რომ გაანგარიშება მოიცავდა იმ საანგარიშო პერიოდის შემოსავლების და ხარჯების მონაცემებს, რაც ცდებოდა ბრძანებით დადგენილ შესამოწმებელ პერიოდს. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა 2025 წლის იანვარ-თებერვლის საანგარიშო პერიოდების ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშზე არსებული და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი და დადგინდა ფულის ნაშთი 201 752 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შემოწმებით დაბეგრილი იყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაზეც დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელია ხარჯები, კერძოდ, ითხოვს დებიტორული დავალიანების, ასევე, გონივრული ნაშთის გათვალისწინებას 2024 წლის ბოლოს მეთოდური მითითების შესაბამისად და სპეც. ტექნიკის შეძენაზე გადახდილი თანხების გათვალისწინებას, რომელზეც წარდგენილია გამყიდველის მიერ დადასტურებული დოკუმენტები. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის პატიებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ გაანგარიშება მოიცავდა იმ საანგარიშო პერიოდის შემოსავლების და ხარჯების მონაცემებს, რაც ცდებოდა ბრძანებით დადგენილ შესამოწმებელ პერიოდს. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა 2025 წლის იანვარ-თებერვლის საანგარიშო პერიოდების ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშზე არსებული და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი და დადგინდა ფულის ნაშთი 201 752 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შემოწმებით დაბეგრილი იყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაზეც დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №8992 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში წარმოებული ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშების ანალიზით დადგინდა, რომ გაანგარიშება მოიცავდა იმ საანგარიშო პერიოდის შემოსავლების და ხარჯების მონაცემებს, რაც ცდებოდა ბრძანებით დადგენილ შესამოწმებელ პერიოდს. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა 2025 წლის იანვარ-თებერვლის საანგარიშო პერიოდების ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშზე არსებული და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი და დადგინდა ფულის ნაშთი 201 752 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შემოწმებით დაბეგრილი იყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაზეც დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.