გადაწყვეტილება №27186/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27186/2/2026
11 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ამხანაგობა „-----“ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 07.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობა „-----“ 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27186/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის N 18011 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის N 002-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 აპრილის N 7923 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 256 764.77 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 112 274.78 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 132 917.67 ლარი;
დღგ - (-20 642.89) ლარი;
ჯარიმა - 112 271.96 ლარი;
საურავი - 32 218.03 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
ამხანაგობის საქმიანობაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელი მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და ქვეკონტრაქტორების საშუალებით ახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის N 10300 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ამხანაგობის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა), სახელმწიფოს შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული მიღება - ჩაბარების აქტებისა და ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. დადგინდა, რომ ამხანაგობას არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები) განსხვავდებოდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან.
- განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას საგადასახადო ორგანო დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურ შემოსავლებსა და დოკუმენტურ ხარჯებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ შემოსავალების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 12 ივნისს განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლითაც გამოვლინდა, რომ ამხანაგობას არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი, რაზეც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N 22708 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის N 13576 ბრძანება და N 002-82 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 982 960.87 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 17 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 11.08.2025 წლის N 18011 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის N 18011 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 04.02.2026 წლის დასკვნა, 02.03.2026 წლის N 4769 ბრძანება და N 002-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 2 587 239.67 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 10 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 6 აპრილის N 7923 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილები შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოწმებით შესწავლილ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტები, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ქვეკონტრაქტორისთვის გადახდილი აქვს თანხები. შესაბამისად, დოკუმენტური ხარჯები გათვალისწინებულ იქნა განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საჩივარზე დანართის სახით წარდგენილი აქვს იგივე საბანკო ამონაწერები, რაც გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ და რომლის საფუძველზეც შემცირდა დარიცხული თანხები, ხოლო რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, თანხების დამატებით შემცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი ხარჯებს აჭარბებს, შესაბამისად, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არსებული სხვაობა არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, მომჩივნის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა ამხანაგობის ყველა საბანკო ანგარიშის ამონაწერი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 4 თებერვლის დასკვნაში გაურკვეველი მიზეზით რატომღაც მხოლოდ ნაწილობრივ შეამცირა საშემოსავლო გადასახადი. არ ეთანხმება 2026 წლის საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების შედეგებს. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დამატებით დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გაანგარიშებულია შემდეგნაირად: შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი ტენდერებიდან - 15 452 313 ლარი, დოკუმენტური ხარჯი - 14 793 250 ლარი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა - 127 392 ლარი, აუდიტმა აიღო შემოსავალი - 15 452 313 ლარი, გამოაკლო დოკუმენტური ხარჯი - 14 793 250 ლარი, ასევე გამოაკლო ბიუჯეტში გადარიცხული თანხა - 127 392 ლარი და მიიღო სხვაობა - 531 671 ლარი, რაც შემდგომში აგროსა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა განსაზღვრა - 664 588 ლარით, რაც დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დამატებით დაარიცხა ძირითადი თანხა - 132 928 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებას არ ეთანხმება, ვინაიდან დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებში მან ჩათვალა მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით და ელ. სასაქონლო ზედნადებებით გაწეული ხარჯები. აუდიტის დეპარტამენტმა სათანადოდ არ შეისწავლა ამხანაგობის საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომელიც წარდგენილი ქონდა აუდიტის დეპარტამენტში (ასევე, თანდართულია საჩივარზე). საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ შპს „-----“ (ს/კ ----- ), რომელიც იყო ამხანაგობის ქვეკონტრაქტორი და უსრულებდა სამშენებლო სამუშაოებს და შესრულებულ სამუშაოებზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები 14 701 809 ლარზე, ანგარიშ - ფაქტურებით გაწეულია ხარჯები შპს „-----“ (ს/კ -----) – 64 206 ლარი; შპს „-----“ (ს/კ -----) - 3 330 ლარი; შპს „ინტერსერვის - 2011“ (ს/კ -----) - 2 619 ლარი; შპს „-----“ – 2482 ლარი; შპს „-----“ (ს/კ -----) – 2 018 ლარი; შპს „-----“ (ს/კ ----- ) – 60 ლარი, სასაქონლო ზედნადებით გაწეული ხარჯები შპს „-----“ (ს/კ ----- ) – 16 727 ლარი. აღნიშნული ხარჯები გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა ფულადი მოძრაობის გაანგარიშებისას, ხოლო არ მოხდა სხვა დანარჩენი ხარჯების გათვალისწინება, რომელიც განხორციელდა საბანკო გადარიცხვებით იურიდიულ პირებზე. ასევე, გარდა შესრულებულ სამუშაოებზე გადახდილი თანხისა, ამხანაგობამ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხა - დაფარა შპს „-----“ საბანკო კრედიტის ძირითადი თანხა - 890 033,81 ლარი, ამავე კრედიტზე დარიცხული პროცენტები - 91 857 ლარი, ჯარიმა - 379.7 ლარი, ბანკის საკომისიო - 1 950 ლარი, ხოლო აუდიტმა დოკუმენტურ ხარჯებში ჩათვალა მხოლოდ შესრულებულ სამუშაოებზე გადახდილი 14 701 809 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხები არ იქნა ჩათვლილი ფულად ხარჯად, სულ შპს „-----“ გადარიცხულია 15 154 282 ლარი, რაც დადასტურებულია საბანკო ანგარიშის ამონაწერით. ამხანაგობამ გასწია ასევე ისეთი აუცილებელი ფულადი ხარჯები, როგორიცაა - ტენდერში მონაწილეობის - 1 428 ლარი; საჯარო რეესტრის ცნობების - 683 ლარი; ბანკის საკომისიო - 1 564 ლარი; ტენდერში წარდგენილი საგარანტიო საკომისიო - 1 794 ლარი; პროცენტების გადახდა გარანტიაზე - 14 525 ლარი, ბანკის ბარათის დამზადება - 132 ლარი; დაზღვევა „ალდაგი“ – 7 102.60 ლარი. ყველა ეს ჩამოთვლილი ხარჯები შესრულებულია საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვის გზით და წარმოადგენს ისეთ ხარჯებს, რომელზეც ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან ელ. სასაქონლო ზედნადების გამოწერა არ ხდება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული ხარჯები საერთოდ არ გაითვალისწინა, რამაც გამოიწვია იმ სხვაობის მიღება, რაც დაფიქსირებულია 2026 წლის 4 თებერვლის დასკვნაში და სრულიად უსაფუძვლოდ დამატებით დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამხანაგობას შესრულებული აქვს მხოლოდ საბანკო ანგარიშის ოპერაციები, მას არ უწარმოებია ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, ასევე საბანკო ანგარიშიდან ფიზიკურ პირზე არ გადაურიცხავს თანხა. იქედან გამომდინარე, რომ ამხანაგობას ყველა ფულადი ოპერაცია შესრულებული აქვს მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით და აქედან არც ერთი ლარი არ არის გადარიცხული ფიზიკურ პირებზე, რატომ დაუტოვეს გადასახდელად 132 918 ლარი ან რის საფუძველზე მოხდა თანხების დაბეგვრა 2026 წლის 4 თებერვლის გადაანგარიშების დასკვნაში, საერთოდ არ არის მითითებული. საჩივართან ერთად კიდევ ერთხელ წარმოადგენს ამხანაგობის საბანკო ანგარიშის ამონაწერს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ფულადი სახით შემოსავალი შეადგენს 17 074 327.44 ლარს, ხოლო გადარიცხული თანხები შეადგენს 17 074 323,92 ლარს. არც ერთი გადარიცხვა არ არის შესრულებული ფიზიკური პირების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად, კიდევ ერთხელ შეისწავლოს და გააანალიზოს ამხანაგობის ფულადი ხარჯები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები, რის შედეგადაც დადგინდება ობიექტური რეალობა და გაუქმდება უსაფუძვლოდ დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის N 18011 ბრძანებით:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 04.02.2026 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ:
- გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის ოდენობით შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
- გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ამხანაგობას შესამოწმებელ პერიოდში ქვეკონტრაქტორისთვის გადახდილი აქვს თანხები. შესაბამისად, დოკუმენტური ხარჯები გათვალისწინებულ იქნა განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში და შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 2 587 239.67 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 1 675 728.43 ლარი და ჯარიმა - 911 511.24 ლარი.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებას და აღნიშნავს, რომ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებში საგადასახადო ორგანომ გაითვალისწინა მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით და ელ. სასაქონლო ზედნადებებით გაწეული ხარჯები. აუდიტის დეპარტამენტმა სათანადოდ არ შეისწავლა ამხანაგობის საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომელიც წარდგენილი ქონდა მომჩივანს. საჩივართან ერთად კიდევ ერთხელ წარმოადგენს ამხანაგობის საბანკო ანგარიშის ამონაწერს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ფულადი სახით შემოსავალი შეადგენს 17 074 327.44 ლარს, ხოლო გადარიცხული თანხები შეადგენს 17 074 323,92 ლარს. არც ერთი გადარიცხვა არ არის შესრულებული ფიზიკური პირების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად, კიდევ ერთხელ შეისწავლოს და გააანალიზოს ამხანაგობის ფულადი ხარჯები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები, რის შედეგადაც დადგინდება ობიექტური რეალობა და გაუქმდება უსაფუძვლოდ დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამხანაგობის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 აპრილის N 7923 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამხანაგობის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის N 18011 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო შემოწმების შედეგად ამხანაგობას დაუდგინდა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დავალიანება, რადგან საგადასახადო ორგანომ აღმოაჩინა დეკლარირებულ და რეალურ ბრუნვას შორის სხვაობა და დაუდასტურებელი თანხები დირექტორის ხელფასად მიიჩნია. გადასახადის გადამხდელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შედეგადაც ნაწილი თანხის შემცირდა, თუმცა დავა საბოლოოდ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გაგრძელდა.
გადაწყვეტილება:
საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამხანაგობის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 275;