გადაწყვეტილება №26271/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26271/2/2025
05 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორი ------- (პ/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- ყოფილი დირექტორის ------- 5.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26271/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 ივნისის №11363 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2025 წლის №006-295 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.10.2025 წლის №23358 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 614 869,04 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 298 375,00
დღგ - 145 991,00
საშემოსავლო გადასახადი - 152 384,00
ჯარიმა - 152 841,00
საურავი - 163 653,04
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით და ხორცპროდუქტებით.
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 2022 წლის მარტის შემდგომ პერიოდზე არ წარმოუდგენია შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციები. საგადასახადო შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა 2-ჯერ, თუმცა გადამხდელს შეტყობინება არ ჩაბარდა და შესაბამისად არ წარმოუდგენია პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია და საბუღალტრო მონაცემები, ასევე სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შედეგად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით, საბაჟო დეკლარაციებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა როგორც ერთობლივი შემოსავალი, ასევე, ხარჯები. გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ბანკებიდან და მესამე პირებისგან. ასევე, დაინიშნა ინვენტარიზაცია. თუმცა პასუხისმგებელი პირის არ ყოფნის გამო (მამის განცხადებით მისი შვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში), ინვენტარიზაცია ვერ ჩატარდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი საბაჟო დეკლარაციების და მათი დანართების, ასევე, სხვა ელექტრონულ მასალებზე (მათ შორის სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) დაყრდნობით და მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება, ხოლო აღნიშნულის და დოკუმენტით რეალიზებული საქონლის შესაბამისად განხორციელდა თითოეული იდენტიფიცირებადი საქონლის ფასნამატის განსაზღვრა შესაბამისი პერიოდების მიხედვით (არაიდენტიფიცირებად საქონელზე, ან ისეთ საქონელზე რომლის შესაბამისი სარეალიზაციო დოკუმენტი გამოწერილი არ ყოფილა, განისაზღვრა ფასნამატი შესაბამისი საქონლის ჯგუფიდან გამომდინარე) მიღებული ფასნამატებით განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო შემოსავალი, რომელსაც გამოაკლდა გაწეული ხარჯის ღირებულება (მათ შორის იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების 75%, ვინაიდან, არ არის წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი მასალები) და გაანგარიშდა თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის №006-486 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.06.2025 წლის №11363 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ივლისის დასკვნის საფუძველზე, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯი, რის შედეგადაც დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 3 874 ლარით, ხოლო ჯარიმა 1938 ლარით.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 31.07.2025 წლის №006-295 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 30.08.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 23.10.2025 წლის №23358 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შემოწმებისთვის არ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, გადაანგარიშების დასკვნის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინა ხარჯში, რის შედეგადაც განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან შემმოწმებელმა გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი შანსი დიდია, რომ არ არის სწორად მომხდარი გაანგარიშება ბიუჯეტის კუთვნილი თანხების, შესაბამისად ითხოვს, რომ მიეცეს უფლება ერთად მოახდინონ აღნიშნული საკითხის გავლა შემმოწმებელთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 3.06.2025 წლის №11363 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.06.2025 წლის №11363 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ივლისის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:
გადასახადის გადამხდელი გადაწყვეტილებას გაეცნო 2025 წლის 13 ივნისს ელექტრონულ ვებგვერდზე, თუმცა დადგენილ ვადაში ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენა არ მომხდარა, შესაბამისად აღნიშნულ საკითხში აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯი, რის შედეგადაც დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 3 874 ლარით, ხოლო ჯარიმა 1 938 ლარით.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 3.06.2025 წლის №11363 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 ივნისის №11363 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შემოწმებისთვის არ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, გადაანგარიშების დასკვნის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინა ხარჯში, რის შედეგადაც განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 3.06.2025 წლის №11363 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)