ბრძანება N 18232
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18232
07 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 31 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 31 ივლისის №23600/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №006-366 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფინანსური ოპერაციების განხილვას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. კერძოდ, ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული ქონების მიწოდებად განხილვას და საქონლის მიწოდების ოპერაციების დაბეგვრას დღგ-ით, რომელთა დაბეგვრის დრო არ დამდგარა. განმარტავს, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. არსებული საგადასახადო კანონდებლობისა გათვალისწინებით, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. შემმოწმებელი კი ახდენს ფინანსური ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტის შედგენის მომენტში. ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონებაზე საკუთრების უფლება გადადის გამოსყიდვის უფლების ვადის ამოწურვის მომენტში, თუ მხარეები არ თანხმდებიან გამოსყიდვის ვადის გაგრძელებაზე. დღეის მდგომარეობით არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ზემოთაღნიშნული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია ჯერაც არ დამდგარა. მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების განკარგვის უფლების ახალ მესაკუთრეზე გადაცემის მიუხედავად ოპერაციის დასაბეგრ დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი. მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ გამორიცხავს ფაქტს, რომ ახალ მესაკუთრეს არ ჰქონდეს სრულად გადახდილი უძრავი ქონების ღირებულება, რაც დარიცხვის სიზუსტეში ეჭვის შეტანის საფუძველია.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ ბაზაში აღურიცხავი ბინის რეალიზაციის თანხების განხილვას ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად. განმარტავს, რომ ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები მიმართული იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, ასევე, აღურიცხველი რეალიზაციის თანხები გამოყენებული იქნა კერძო იპოთეკარების სავალო ვალდებულებების დასაფარად, რაც ასევე დასტურდება დოკუმენტურად. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული პროცენტის შესაბამისი თანხების დაბეგვრას მოგების გადასახადით და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ საქონელზე/მომსახურებებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე მიღებული ჩათვლის კორექტირებას. განმარტავს, რომ უცნობია, თუ რომელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს მიიჩნევს შემმოწმებელი შეუსაბამოდ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოსაყენებლად.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულ ოპერაციებზე მოგების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6612 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობების გასწორება.
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6612 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 25 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 1 714 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 143 ლარი და ჯარიმა 571 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 11 ივლისის №006-366 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშებისას საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე გასწორდა საგადასახადო შემოწმების აქტში მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და დაკორექტირდა (შემცირდა) მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ხოლო საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფინანსური ოპერაციების განხილვას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
2. ბუღალტრულ ბაზაში აღურიცხავი ბინის რეალიზაციის თანხების განხილვას ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად.
3. ფიზიკურ პირებზე ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული პროცენტის შესაბამისი თანხების დაბეგვრას მოგების გადასახადით და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
4. მიღებულ საქონელზე/მომსახურებებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე მიღებული ჩათვლის კორექტირებას.
5. გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულ ოპერაციებზე მოგების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6612 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 25 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)