ბრძანება N 770
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 770
23 იანვარი 2026
ბრძანება
"-------"-ს (პ/ნ "-------")
(ფაქტ. მის.: "-------")
2025 წლის 24 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა "-------"-ს (პ/ნ "-------") №208095/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №"-------" წერილს იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვრა 179 ევროდ, მიუხედავად იმისა, რომ 100 ევრო დაფარული იყო Gift Card-ით, რომელიც მომჩივნისთვის საჩუქრად იყო მინიჭებული და არ წარმოადგენდა გადახდილ თანხას. წარდგენილი საბანკო ამონაწერი და ქვითარი ადასტურებს, რომ ფაქტობრივად გადაიხადა მხოლოდ 79 ევრო, თუმცა ეს გარემოება გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული და მოცემული ფაქტობრივი გარემოებები ზედაპირულად შეფასდა. სადავო აქტში აღნიშნულია, რომ Gift Card ჩაითვალა „არაპირდაპირ გადახდად“, რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში. მომჩივნის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში Gift Card საჩუქარია და არ წარმოადგენს მყიდველის მიერ გამყიდველისთვის გაწეულ ხარჯს, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება საბაჟო ღირებულების შემადგენელ ნაწილად. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საკითხის ხელახლა განხილვას კანონმდებლობის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 13 დეკემბერს საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა "-------"-ს (პ/ნ "-------") სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №"-------" საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით – 79 ევრო. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმებისას დადგინდა, რომ საქონლის საბაჟო ღირებულება მითითებული იყო არასწორად. კერძოდ, საბაჟო ღირებულებაში შეტანილი არ იყო სასაჩუქრე ბარათით (Gift Card) გადახდილი თანხა – 100 ევრო, რაც წარმოადგენს არაპირდაპირ გადახდას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, №"-------" საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 179 ევროს.
2025 წლის 15 დეკემბერს "-------"-მ განცხადებით (ID "-------") მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და განმარტა, რომ №"-------" საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი შეიძინა კომპანია "-------"-ის ვებგვერდიდან. საქონლის საწყისი ფასი იყო 179 ევრო, თუმცა გამოიყენა 100 ევროს ღირებულების სასაჩუქრე ბარათი და საქონელში რეალურად გადაიხადა 79 ევრო, რაც არ აღემატება 300 ლარს. შესაბამისად, არ ეთანხმება საქონლის დეკლარირებას და მასზე გადასახდელების დარიცხვას.
აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №"-------" წერილით,"-------"-ს , საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით, განემარტა, რომ ვინაიდან სასაჩუქრე ბარათით (Gift Card) გადახდილი თანხა წარმოადგენს არაპირდაპირ გადახდას, იგი შეიტანება საბაჟო ღირებულებაში, შესაბამისად, №"-------" საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 179 ევროს. გამომდინარე აქედან, მითითებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას და არ არსებობს იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების საფუძველი.
№"-------" საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე არ არის დასრულებული საბაჟო ფორმალობები და საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
ამავე 37-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ან/და უნდა გადაუხადოს ან/და გამყიდველის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს. აღნიშნული ფასი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ისე არაპირდაპირს, რომლებიც საქონლის გაყიდვის პირობებია.
დადგენილია, რომ მომჩივანმა №"-------" საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის კომპანია "-------"-ის ვებ-გვერდიდან შეძენისას გამოიყენა 100 ევროს ღირებულების სასაჩუქრე ბარათი, ხოლო საქონლის საწყისი ფასი იყო 179 ევრო. ვინაიდან სასაჩუქრე ბარათით (Gift Card) გადახდილი თანხა წარმოადგენს არაპირდაპირ გადახდას და იგი შეიტანება საბაჟო ღირებულებაში, №"-------" საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის საწყისი ფასით და შეადგენს 179 ევროს. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №"-------" წერილით მართლზომიერად მიეთითა მომჩივანს, რომ ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას და არ არსებობს იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. "-------"-ს (პ/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საკითხის ხელახლა განხილვას კანონმდებლობის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამზიდის მიერ განხორციელდა მომჩივანის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით – 79 ევრო. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმებისას დადგინდა, რომ საქონლის საბაჟო ღირებულება მითითებული იყო არასწორად.საბაჟო ღირებულებაში შეტანილი არ იყო სასაჩუქრე ბარათით გადახდილი თანხა – 100 ევრო, რაც წარმოადგენს არაპირდაპირ გადახდას. შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 179 ევროს.
საქონლის საწყისი ფასი იყო 179 ევრო, თუმცა გამოიყენა 100 ევროს ღირებულების სასაჩუქრე ბარათი და საქონელში რეალურად გადაიხადა 79 ევრო, რაც არ აღემატება 300 ლარს. შესაბამისად, არ ეთანხმება საქონლის დეკლარირებას და მასზე გადასახდელების დარიცხვას.
მომჩივანს განემარტა, რომ ვინაიდან სასაჩუქრე ბარათით გადახდილი თანხა წარმოადგენს არაპირდაპირ გადახდას, იგი შეიტანება საბაჟო ღირებულებაში, შესაბამისად, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 179 ევროს.საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას და არ არსებობს იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების საფუძველი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
37(2,9).