N 18728 - 19/08/2026 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 19.08.2026
№ დოკუმენტი 18728
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №18728

2026 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის“:

 

ა) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სტრუქტურული ერთეული – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი ან ეკონომიკური დეპარტამენტი, რომელიც პირს უწევს ფასიან მომსახურებას;“;

 

ბ) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის განსაზღვრის შემდეგ, განაცხადის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი ახორციელებს თანხის გადარიცხვას პირის განაცხადში ასახულ საბანკო ანგარიშზე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

 

სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე