ბრძანება N 16800
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16800
16 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 26 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 26 ივნისის №90394/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №001-81 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ არასწორადაა გამოანგარიშებული მოგების გადასახადი. აცხადებს, რომ არ იქნა გამოქვითული სრულად ხარჯები. ასევე, ჩათვლიდან ამოღებულია მოგების გადასახადი (2008-2016 წლების) და გადაკვალიფიცირებულია და დარიცხულია ახალი მოდელით მოგების გადასახადი. აცხადებს, რომ რადგან წინა წლებში კომპანიამ მიიღო ზარალი შემცირებული იყო გაუნაწილებელი მოგება. გადამხდელი ითხოვს მოგების გადასახადის თანხის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 თებერვლის №4536 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 15 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №12146 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-81 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 48 931 ლ
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელმა ითანამშრომლა შემოწმებასთან და წარადგინა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, ხელშეკრულებები დამქირავებელთან და დაქირავებულებთან და სხვა რიგი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია-დოკუმენტაცია. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს აღებული აქვს სამი ტენდერი ------- გამგეობისგან, სულ სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული თანხა შეადგენს 2 568 545 ლარს, ასევე კომპანიას გაწეული აქვს მომსახურება -------, მიღებული თანხა შეადგენს 41 558 ლარს. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა განკარგვადი ფულის ნაშთის ოდენობა (შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლისა და ყველა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის სალდირებული სხვაობა). გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დივიდენდების გატანის კრების ოქმები, რომელთა ნაწილი დაუბეგრავია, ხოლო ნაწილზე მიღებულია მოგების გადასახადის არამართლზომიერი ჩათვლა. შესაბამისად, გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე და 130-ე მუხლების თანახმად, დამატებით გადასახდელად დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, კომპანიას აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი დივიდენდის გატანის კრების ოქმების მიხედვით, გადამხდელს სრულად არ აქვს დაბეგრილი განაწილებული დივიდენდი, ასევე, ნაწილობრივ მიღებული აქვს მოგების გადასახადის არამართლზომიერი ჩათვლა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრა და ასევე არამართლზომიერი მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ რადგან წინა წლებში კომპანიამ მიიღო ზარალი, შემცირებული იყო გაუნაწილებელი მოგება. გადამხდელი ითხოვს მოგების გადასახადის თანხის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, ხელშეკრულებები დამქირავებელთან და დაქირავებულებთან და სხვა რიგი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია-დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დივიდენდების გატანის კრების ოქმები, რომელთა ნაწილი დაუბეგრავია, ხოლო ნაწილზე მიღებულია მოგების გადასახადის არამართლზომიერი ჩათვლა. შესაბამისად, გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, დამატებით გადასახდელად დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 130;