ბრძანება N 26609
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26609
03 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის. -----) 2025 წლის
17 ოქტომბრის და 5 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 13 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი N 92 და N 94) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 17 ოქტომბრის N 98402/1/2025 და 5 ნოემბრის N 98658/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის N 001-201 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
. საგადასახადო შედეგების გადაანგარიშების შესახებ გამოცემულ დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით არასწორად იყო განსაზღვრული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება რიგი დასახელების პროდუქციაზე. მომჩივნის პოზიციით, ასეთი საქონლის რაოდენობა იყო სულ რამდენიმე და არაარსებითი ცვლილების გამოწვევა შეეძლო მთლიან ფასნამატზე.
. აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ცხრილში სრულად არ იყო აღრიცხული შესყიდულიიმპორტირებული საქონელი. მომჩივნის პოზიციით, გამორჩენილი იყო 2 საბაჟო დეკლარაცია, რომელიც ასევე არ ახდენს გავლენას ფასნამატის დადგენისას სრული სურათის წარმოჩენაზე.
. მთავარი საკითხი ფასნამატის გაანგარიშებისას არის ის, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ ცხრილში გამოყენებული იყო მედიანის პრინციპი, რაც გულისხმობს, შემდეგს:
დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულია საშუალო შეწონილი ღირებულება, რომელიც დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულია საშუალო შეწონილი ღირებულება, რომელიც დადგენილია კონკრეტული კატეგორიის შეძენილი ღირებულება გაყოფილია ამავე კატოგირიის შეძენილ რაოდენობაზე;
იმის გათვალისწინებით რომ სხვადასხვა კატეგორიაში მინიმალური რეალიზაციის ფასის მინიმალური შეძენის ფასთან შეფარდება, ასევე მაქსიმალური რეალიზაციის ფასი შეფარდებული მაქსიმალური შეძენის ფასთან სხვადასხვა კატეგორიაში მერყეობს 40%-დან 80%-მდე.
ზემოაღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ ცხრილში ზედა ზღვარი განსაზღვრულ იქნა 200%-ის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას მონაწილეობა მიიღო 600 000 ლარზე მეტი ღირებულების ზედნადებებმა, მაგრამ როგორც აუდიტის დეპარტამენტი თავის დასკვნაში აღნიშნავს გაშიფრული ზედნადებების მოცულობა შეადგენს 63%-ს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების არ გამოყენების საფუძველი და ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს მიეცეს დავალება ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნეს აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა და დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის N 001-53 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2025 წლის 15 აპრილის N 001-53 საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 9 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 17 სექტემბრის N 001-201 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატის პროცენტთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი:
. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით არასწორად იყო განსაზღვრული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება რიგი დასახელების პროდუქციაზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით შესყიდული საქონლის თვითღირებულება დამატებითი ხარჯის გათვალისწინებით იყო გაზრდილი - აღემატებოდა საქონლის საინვოისო ღირებულებას (გავლენას ახდენს - ამცირებდა ფასნამატს);
. ცხრილში სრულად არ იყო აღრიცხული შესყიდული - იმპორტირებული საქონელი;
. არასწორად იყო დაჯგუფებული რეალიზებული საქონელი ჯგუფების მიხედვით, რაც ამცირებდა კონკრეტული ჯგუფის საქონლის სარეალიზაციო ღირებულებას და ფასნამატს;
. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით, შესამოწმებელ პერიოდში 2022 - 2024 წლებში, ს/ზედნადებით რეალიზებულია 1 655 280 ლარის საქონელი დღგ-ის ჩათვლით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციით ფასნამატის განსაზღვრაში მონაწილეობს დოკუმენტური რეალიზაციის 37% ღირებულებით 612 218 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). შერჩეულია დაბალი სარეალიზაციო ფასის მქონე პროდუქცია. ფასნამატის განსაზღვრაში არ ღებულობს მონაწილეობას მაღალი ფასით რეალიზებული საქონელი 1 043 062 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). რაც მთლიანი დოკუმენტური რეალიზაციის 63% პროცენტს შეადგენს. აღნიშნული გავლენას ახდენს, ამცირებს ერთეული პროდუქციის სარეალიზაციო ფასს და ფასნამატს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას და მოწოდებულ ინფორმაციას, კერძოდ:
. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილებში ბენზინის გენერატორი, წყლის პომპა, ბენზინის ძრავა თვითღირებულებით 87 575 ლარის ოდენობით აღრიცხულია 108 805 ლარად. შედეგად, 21 230 ლარით გაზრდილია იმპორტირებული საქონის თვითღირებულება.
. 18 ცალი 4 413 ლარის ღირებულების ბენზინის გენერატორი, ძრავა, პომპა აღრიცხულია როგორც 7 ცალი. შედეგად, გენერატორი რომლის შემოწმებით დადგენილი თვითღირებულება არის 1 095 ლარი, გადამხდელის მიერ აღრიცხულია, როგორც 2 189 ლარის თვითღირებულების და სხვა.
. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში არ იყო აღრიცხული 2 საბაჟო დეკლარაციით იმპორტირებული საქონელი ღირებულებით 50 574 ლარის ოდენობით. მაგალითად, 35 ლარად რეალიზებული ბენზინის ძრავის ჰაერის ფილტრი დაჯგუფებულია ჯგუფში გენერატორი, სადაც გენერატორის თვითღირებულება არის 786 ლარი ს/ზ -----; 8 ლარად რეალიზებული დიზელ გენერატორის დამქოქი თოკი დაჯგუფებულია ჯგუფში გენერატორი, სადაც გენერატორის თვითღირებულება არის 1348 ლარი ს/ზ -----. დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობა მიიღო 612 218 ლარის ღირებულების ზედნადებმა. რაც დოკუმენტური რეალიზაციის 37% შეადგენს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის 63% მონაწილეობას არ ღებულობს. ჯგუფში გენერატორი სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულია 1 423 968 ლარის გენერატორი. გადამხდელს დაკავშირებული აქვს შეძენა/რეალიზაციასთან დოკუმენტური რეალიზაციის მხოლოდ 28% (504 248 ლარის). გადამხდელის ცხრილებით ფასნამატის დათვლაში მონაწილეობას არ ღებულობს მაღალი სარეალიზაციო ღირებულების გენერატორები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს მიეცეს დავალება ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნეს აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა და დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში არ იყო აღრიცხული 2 საბაჟო დეკლარაციით იმპორტირებული საქონელი ღირებულებით 50 574 ლარის ოდენობით. დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობა მიიღო 612 218 ლარის ღირებულების ზედნადებმა. რაც დოკუმენტური რეალიზაციის 37% შეადგენს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის 63% მონაწილეობას არ ღებულობს. ჯგუფში გენერატორი სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულია 1 423 968 ლარის გენერატორი. გადამხდელს დაკავშირებული აქვს შეძენა/რეალიზაციასთან დოკუმენტური რეალიზაციის მხოლოდ 28% (504 248 ლარის). გადამხდელის ცხრილებით ფასნამატის დათვლაში მონაწილეობას არ ღებულობს მაღალი სარეალიზაციო ღირებულების გენერატორები.
გადაწყვეტილება:
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304-ე მუხლის 21 ნაწილი;.