ბრძანება N 27262

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2025
№ დოკუმენტი 27262
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27262

11 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 23 ოქტომბრის, 14 და 22 ნოემბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 23 ოქტომბრის №98509/1/2025, 14 ნოემბრის №599331 (რეგ. №181485/21), №599332 (რეგ. №181550/21-14) და 22 ნოემბრის №98988/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის №081-262 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საურავის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ ამჟამინდელ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავი (32 295,14 ლარი) გამოთვლილია თავდაპირველ საგადასახადო მოთხოვნაში არსებულ გადასახადზე (171 803 ლარი). აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 სექტემბრის №20439 ბრძანების შესაბამისად შემცირდა შემოწმებით დარიცხული გადასახადი 110 122,34 ლარამდე (-35.9%). გადამხდელი განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, საურავი უნდა ერიცხებოდეს რეალურ, საბოლოო დადგენილ გადასახადს (110 122,34 ლარი) და არა თავდაპირველ, არასწორ დარიცხვას (171 803 ლარი). მიიჩნევს, რომ თუ გადასახადი შემცირდა 35,9%-ით, საურავიც უნდა შემცირდეს პროპორციულად. გადამხდელი ითხოვს ჯარიმის და საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15575 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კალკულაციები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15575 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 11 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 90 422 ლარი, მათ შორის: გადასახადი 61 678 ლარი, ჯარიმა 28 744 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 17 სექტემბრის №081-262 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმებით დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, გადამხდელი მიუთითებს სხვადასხვა წყაროებს და ნორმებს, რომელთა მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ არ ხდება ბეტონში პლასიფიკატორის გამოყენება, ბეტონი საჭიროებს ცემენტის დამატებას. გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული პოზიცია, საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა წარმოებაში გამოყენებული პლასიფიკატორის რაოდენობა, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით განისაზღვრა წარმოებული ბეტონის ის მოცულობა, რომელშიც გამოყენებული იყო პლასიფიკატორი, ხოლო დანარჩენ წარმოებულ ბეტონში გამოყენებული ცემენტის რაოდენობა გაიზარდა 25 კილოგრამით (ამ მეთოდით განსაზღვრული კლაკულაციები შესაბამისაობაშია ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების კლაკულაციებთან). აღნიშნული გაანგარიშების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით საურავის გაადანგარიშებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე საურავის დარიცხვის ავტომატიზაციის პროცესები უზრუნველყოფილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტიდან მოწოდებული ლოგიკების საფუძველზე და შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან მიმართებაში.

ასევე, 2019 წლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე გპაბ-ზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან (სავადო თარიღიდან) 3 წლის გასვლის თარიღიდან. გპაბ-ზე გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება, შემდეგი თანმიმდევრობით ძირითადი დავალიანება, ჯარიმა, საურავი. ასევე გპაბ-ზე დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში, იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში.

საურავის გამოთვლის იგივე მეთოდი გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, ამ შემთხვევაში საურავის გამოთვლისას მონაწილეობას იღებს როგორც აღიარებულ, ასევე დროებით ბარათებზე გატარებული ოპერაციები (ნაერთი ბარათი).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ჯარიმის და საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმებით დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, გადამხდელი მიუთითებს სხვადასხვა წყაროებს და ნორმებს, რომელთა მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ არ ხდება ბეტონში პლასიფიკატორის გამოყენება, ბეტონი საჭიროებს ცემენტის დამატებას. გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული პოზიცია, საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა წარმოებაში გამოყენებული პლასიფიკატორის რაოდენობა, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით განისაზღვრა წარმოებული ბეტონის ის მოცულობა, რომელშიც გამოყენებული იყო პლასიფიკატორი, ხოლო დანარჩენ წარმოებულ ბეტონში გამოყენებული ცემენტის რაოდენობა გაიზარდა 25 კილოგრამით (ამ მეთოდით განსაზღვრული კლაკულაციები შესაბამისაობაშია ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების კლაკულაციებთან). აღნიშნული გაანგარიშების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21 ; 272.