სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

სათამაშო ბიზნესი 27.03.2017
№ დოკუმენტი 10
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 27 მარტი

ქ. სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) თითოეულ სამორინე მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე მოსაკრებელი განისაზღვროს საპრიზო ფონდის 10%-ით;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით.

ე) (ამოღებულია - 29.03.2022, №13);

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარით;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 ლარით.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 19.12.2018წ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.03.2022წ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 1 ივლისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 04/03/2013, 210070000.35.168.016069).

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

გოჩა ტოკლიკიშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე