ბრძანება N 12372

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2023
№ დოკუმენტი 12372
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12372

05 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 5 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №80823/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიის ID:--------- განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ უარი ეთქვათ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. მათთვის სრულიად გაუგებარია უარის თქმის მოტივი იმ პირობებში, როდესაც კომპანია სრულად აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 30 იანვრიდან 18 აპრილის შუალედში წარმოდგენილი იქნა 7 განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოხდა გადამხდელის შესახებ ინფორმაციის მოძიება. შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 13 იანვარს, რომლის დამფუძნებელი და დირექტორია ---------- (პ/ნ ----------), საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით.

2023 წლის 30 იანვარს კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ წარმოდგენილი განცხადების (ID: ----------) საფუძველზე, საკითხის შესწავლის შედეგად 2023 წლის 7 თებერვალს მოხდა შეხვედრა მის კანონიერ წარმომადგენელთან დირექტორ ---------- (პ/ნ ----------) შემოსავლების სამსახურში.

---------- (პ/ნ ----------) ინფორმაციით საქმიანობას განაგებს თავის შვილთან ერთად, როგორც ადგილზე კომუნიკაციისას ასევე ახსნა-განმარტებაში ---------- (პ/ნ ----------) აფიქსირებს, რომ ახალი დაწყებული საქმიანობის გამო პარტნიორობა არ აქვს გადამხდელებთან და უფიქსირდება მხოლოდ საქონლის შეძენა, თუმცა გასს-ში არსებული ინფორმაციით შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ გაწერელი ზედნადებებით ფიქსირდებოდა ასევე საქონლის რეალიზაციაც, რაც ადასტურებს იმ ფაქტს რომ დირექტორი არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის (ხე-ტყის მასალის) მომწოდებლების/მომხმარებლების და საგადასახადო ორგანოს მიმართ ვალდებულებების შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენებისათვის და საგადასახადო რისკების პრევენციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 28 აპრილის ID: ---------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით(შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით. გადამხდელის მიერ, კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ, წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, მოხდა შეხვედრა მის კანონიერ წარმომადგენელთან (დირექტორთან) შემოსავლების სამსახურში.

ორგანიზაციის დირექტორის ინფორმაციით, საქმიანობას განაგებს თავის შვილთან ერთად, როგორც ადგილზე კომუნიკაციისას, ასევე ახსნა-განმარტებაში აფიქსირებს, რომ ახალი დაწყებული საქმიანობის გამო პარტნიორობა არ აქვს გადამხდელებთან და უფიქსირდება მხოლოდ საქონლის შეძენა, თუმცა გასს-ში არსებული ინფორმაციით შპს მიერ გაწერელი ზედნადებებით ფიქსირდებოდა ასევე საქონლის რეალიზაციაც, რაც ადასტურებს იმ ფაქტს რომ დირექტორი არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის მომწოდებლების/მომხმარებლების და საგადასახადო ორგანოს მიმართ ვალდებულებების შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შპს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

.

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება - მუხლი 563(1-გ); 51; 561;

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №32086

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება N3751