ბრძანება N 737
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 737
22 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 11 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №523202 (რეგ.№ 4267/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №056-56 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ გადასახადებს და მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არ ცოდნით, კერძოდ, არ ჰქონდათ ინფორმაცია დამფუძნებლისგან იჯარით აღებულ მიწაზე მათ მიერ აშენებულ მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან საჯარო რეესტრში არ წარუდგენიათ რაიმე სახის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტი. აღნიშნავს, რომ ფართები იყო გაქირავებული და სარგებელს იღებდა საწარმო. მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული ჯარიმა/საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 აგვისტოს №19698 და 27 ნოემბრის №29234 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 10 მარტიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 8 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 13 დეკემბრის №31332 ბრძანება და ამავე თარიღის №056-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 161 613 ლარი, მათ შორის, გადასახადი 94 862 ლარი, ჯარიმა 48 932 ლარი, საურავი 17 819 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
●კომპანიის მიერ 2021 წლის 1 სექტემბერს ფ/პ ------- (პ/ნ -------), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს კომპანიის 100% წილის მფლობელს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება მიწის/ფართების იჯარით აღების შესახებ, ქალაქ ------- (ს/კ -------) ჯამურად 2999 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით მოიჯარეს ჰქონდა უფლება მიწის ნაკვეთზე აეშენებინა და მოეწყო კომერციული ფართები, რომლებსაც შემდგომ გამოიყენებდა ეკონომიკური საქმიანობისათვის. საიჯარო ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 15 წლით. კომპანიის მიერ აღნიშნულ მიწაზე განხორციელდა კაპიტალური ბეტონის საფარის მოწყობა და მასზე კომერციული ფართების (სენდვიჩ პანელებით) აშენება, რომელიც საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებულ იქნა, როგორც მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობები და დარეგისტრირდა შესაბამისი წესით. მიწის იჯარის ხელშეკრულებისა და შესაბამისი ვალდებულების რეესტრში დარეგისტრირება მხარეებს შორის არ განხორციელდა. 2022 წლის 31 ოქტომბერს ფიზიკური პირი ------- მიერ მოხდა მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემა ფიზიკურ პირ -------, რომელსაც საჯარო რეესტრში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრულად გადაეცა განკარგვის უფლება, როგორც მიწაზე, აგრეთვე მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობაზე. შემოწმებით კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო ხარჯები განხილულ იქნა ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე სამშენებლო მომსახურების გაწევად, საბაზრო ფასით (10%) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 , 164-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. გაწეული სამშენებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნაგანმარტებით, დაკვალიფიცირებულ იქნა დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალის შემცირებად. შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 0 ლარით.
●კომპანიის მიერ, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში, თურქეთიდან შემოტანილ იქნა იმპორტით სენდვიჩ პანელები, რომელთა დაკავშირებითაც არარეზიდენტმა კომპანიამ გაუწია სატრანსპორტო მომსახურება (10 890 ლარის ღირებულებით). კომპანიის მიერ ტრანსპორტირების თანხა გადახდილია სრულად და არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების მიერ, არარეზიდენტი კომპანიისათვის გადახდილი თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული ჯარიმა/საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
●კომპანიის მიერ ფიზიკურ პირთან, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს კომპანიის 100% წილის მფლობელს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება მიწის/ფართების იჯარით აღების შესახებ, ხელშეკრულების მიხედვით მოიჯარეს ჰქონდა უფლება მიწის ნაკვეთზე აეშენებინა და მოეწყო კომერციული ფართები, რომლებსაც შემდგომ გამოიყენებდა ეკონომიკური საქმიანობისათვის. ფიზიკური პირის მიერ მოხდა მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემა ფიზიკურ პირზე, რომელსაც სრულად გადაეცა განკარგვის უფლება, როგორც მიწაზე, აგრეთვე მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობაზე. შემოწმებით კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო ხარჯები განხილულ იქნა ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე სამშენებლო მომსახურების გაწევად, საბაზრო ფასით (10%) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
●კომპანიის მიერ, თურქეთიდან შემოტანილ იქნა იმპორტით სენდვიჩ პანელები, რომელთა დაკავშირებითაც არარეზიდენტმა კომპანიამ გაუწია სატრანსპორტო მომსახურება. კომპანიის მიერ ტრანსპორტირების თანხა გადახდილია სრულად და არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების მიერ, არარეზიდენტი კომპანიისათვის გადახდილი თანხები, დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)