გადაწყვეტილება №24594/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2025
№ დოკუმენტი 24594/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24594/2/2025

27 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 13.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24594/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2024 წლის №001-228 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26993 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 13 829,88 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 8 847

ჯარიმა - 4 423,50

საურავი - 559,38

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების და ავტობანის მშენებლობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 18 აპრილს, 2016 წლის 19 აპრილიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ივნისის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 2024 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/ სასაქონლო ზედნადებები, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. რის მიხედვითაც დადგინდა რომ, 2024 წლის ივნისის თვეში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 863 988 ლარი. ხოლო ჩასათვლელმა თანხამ 75 217 ლარი.

შემოწმების შედეგების 2024 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციასთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის. შპს „----------“ დაერიცხა დღგ 8 847 ლარი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 4 424 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე 19.12.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №26662 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №001-228 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2024 წლის №26993 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2024 წლის ივნისის თვის დეკლარაციაში დაფიქსირდა ზედმეტად ჩათვლილი თანხა 8847 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით, კერძოდ ივლისის თვის სპეც. ანგარიშ-ფაქტურის გამოყენებით ივნისის თვეში.

ის რომ მომდევნო თვის ანგარიშ-ფაქტურის მიბმა შესაძლებელი იყო მიმდინარე თვეზე სამწუხაროდ არ იცოდა ბუღალტერმა და არ გადაუმოწმებია მიბმული ფაქტურების საოპერაციო პერიოდი. თანხა რომელიც ზედმეტად ჩაითვალა კომპანიამ ივნისის თვეში, წესით ჩასათვლელი იყო ივლისში. რა თქმა უნდა იგივე ფაქტურებს ივლისში ვერ გამოიყენებდნენ და არ იყო ჩათვლილი.

გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მომჩივანი დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, რასაც საბჭო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გადამხდელის არგუმენტი, რომ შეცდომა გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, კერძოდ ბუღალტრის მიზეზით, არ წარმოადგენს კომპანიისთვის საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არაჯეროვნად შესრულებისთვის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი შეცდომით/არცოდნით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, რასაც საბჭო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გადამხდელის არგუმენტი, რომ შეცდომა გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, კერძოდ ბუღალტრის მიზეზით, არ წარმოადგენს კომპანიისთვის საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არაჯეროვნად შესრულებისთვის.

 

გადაწყვეტილება

სსაბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი შეცდომით/არცოდნით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 275.