ბრძანება N 25419

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.12.2024
№ დოკუმენტი 25419
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25419

04 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 8 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 8 ნოემბრის №92765/1/2024 საჩივარი შემოწმებულ პერიოდზე დამატებით წარმოდგენილი დეკლარაციის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარის თქმის თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ 2024 წლის 8 ნოემბრის №23823 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უარი ეთქვა 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციის (დეკ. №----------) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე. განმარტავს, რომ კომპანიას აქვს გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ------------ (დასაბეგრი პერიოდი 2022 წლის დეკემბერი), ამ ფაქტურის ასახვა მოხდა 2023 წლის თებერვლის დღგ დეკლარაციაში შეცდომით. განმარტავს, რომ 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი შემოწმებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რაზეც გამოცემულია საგადასახადო შემოწმების აქტი. აცხადებს, რომ აქტით დარიცხულ თანხას დაეთანხმნენ და გადაიხადეს დარიცხული თანხები. მიუთითებს, რომ შეცდომის გასწორების მიზნით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა --------- მოიხსნა 2023 წლის თებერვლის დღგ დეკლარაციიდან და დააზუსტა უკვე შემოწმებული პერიოდის, 2022 წლის დეკემბრის თვის, დღგ-ის დეკლარაცია მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ასახვის ნაწილში. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ ---------- თანხას არ ასაჩივრებს და არც შეუსწორებიათ დეკლარაციით, ითხოვს ზემოაღნიშნულის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის - 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №12485 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------- (ს/ნ -----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივნისის №13243 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2024 წლის 5 ივნისის №094-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 831 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 966 ლარი, ჯარიმა 5 483 ლარი და საურავი 2 382 ლარი.

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ნოემბრის №23823 ბრძანებით უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №12485 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით მოცულ, 2022 წლის 01 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებზე დამატებით, ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციის (დეკ. № ---------) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციის მონაცემები თანხვედრაში არ არის შემოწმებით დადგენილ მონაცემებთან. შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (დეკ. №----------) დაზუსტებული დეკლარაცია არ ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლზე, რომლის მიხედვით:

1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის N 996 ბრძანების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტებულ (2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია) დეკლარაციაში გადმოტანილია ის მონაცემები, რომელიც შემოწმებით იქნა გაანგარიშებული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დაზუსტებული დეკლარაციის გატარება გადამხდელის ბარათზე გამოიწვევდა ორმაგ დარიცხვას. შესაბამისად, გადამხდელს უარი ეთქვა დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, კომპანიას გამოწერილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა --------- (დასაბეგრი პერიოდი 2022 წლის დეკემბერი), რომლის ასახვა მოხდა 2023 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაში შეცდომით. შეცდომის გასწორების მიზნით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა--------- მოიხსნა 2023 წლის თებერვლის დღგ-ის დეკლარაციიდან და დააზუსტა უკვე შემოწმებული პერიოდის, 2022 წლის დეკემბრის თვის, დღგ-ის დეკლარაცია მხოლოდ საგადასახადო ანგარიშფაქტურების ასახვის ნაწილში. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხას არ ასაჩივრებს და არც შეუსწორებიათ დეკლარაციით, ითხოვს ზემოაღნიშნულის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ------------ 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაცია (№------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახოს მხოლოდ ამავე დეკლარაციაზე დანართის სახით წარდგენილი (მიბმული) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნაწილში და არ გაითვალისწინოს დარიცხვის/ჩათვლის ნაწილში მითითებული თანხები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაცია (№--------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახოს მხოლოდ ამავე დეკლარაციაზე დანართის სახით წარდგენილი (მიბმული) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნაწილში და არ გაითვალისწინოს დარიცხვის/ჩათვლის ნაწილში მითითებული თანხები;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უარი ეთქვა 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტებულ (2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია) დეკლარაციაში გადმოტანილია ის მონაცემები, რომელიც შემოწმებით იქნა გაანგარიშებული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დაზუსტებული დეკლარაციის გატარება გადამხდელის ბარათზე გამოიწვევდა ორმაგ დარიცხვას. შესაბამისად, გადამხდელს უარი ეთქვა დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაცია პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახოს მხოლოდ ამავე დეკლარაციაზე დანართის სახით წარდგენილი (მიბმული) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნაწილში და არ გაითვალისწინოს დარიცხვის/ჩათვლის ნაწილში მითითებული თანხები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:69

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის N 996 ბრძანების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი