ბრძანება N 25606
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25606
20 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 22 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის და 6 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №90 და №92) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ ------) 2025 წლის 22 ოქტომბრის №26065/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ოქტომბრის №001-212 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას და მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ დათვლილი შემოსავალი განსხვავდება შემოწმებით დათვლილისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შემმოწმებელთან ერთად განხორციელდეს აუდიტორის მიერ შემოსავლებში ჩართული თანხის დათვლა. ამასთან, აცხადებს, რომ დამატებით კიდევ გააჩნია ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რომელიც შემმოწმებელს არ გაუთვალისწინებია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13451 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------(ს/ნ -----) საჩივარი.
აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1.ი/მ ------ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან
დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13451 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 8 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 224 010 ლარით, მათ შორის გადასახადი 161 082 ლარი და ჯარიმა 62 928 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 10 ოქტომბრის №001-212 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა. აღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა დარიცხული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შემოწმების მიერ შემოსავლების არასწორად დათვლასთან და დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმების მიერ გაანალიზდა იყო თუ არა მეწარმის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების შეძენები. აღნიშნული შეძენების კატეგორიებს წარმოადგენდა: სარეალიზაციო საქონელი, ძირითადი საშუალებები (მაცივარი/კონდენციონერი), იჯარა, სარემონტო მასალები, კომუნალურები და საწვავი. გადამხდელს დაევალა წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. გადამხდელმა წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულებები და ახსნა-განმარტება, რომლითაც დადგინდა, რომ სხვადასხვა საქონლის/მომსახურების შეძენა ესაჭიროებოდა ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე. აღნიშნულის საფუძველზე, შემოწმებამ დღგ-ის ჩათვლაში გაითვალისწინა ყველა მიღებული
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ხოლო, გადამხდელის მიერ, დამატებით სხვა დოკუმენტები, რომელიც გავლენას მოახდენდა დღგ-ის ჩასათვლელ თანხაზე, არ ყოფილა წარმოდგენილი. ამასთან, შემოსავლების სამსახურში საკითხის ზეპირსიტყვიერი განხილვისას გადამხდელმა განაცხადა, რომ მომწოდებლებისთვის მოთხოვნილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, არ ფიქსირდება მომწოდებლების მიერ დამატებით გამოწერილი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა. აღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა დარიცხული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);