ბრძანება N 21751
📄 სრული ტექსტი
N 21751
10 ოქტომბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 26 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 26 სექტემბრის №98147/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 აგვისტოს №007-243 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და აცხადებს, რომ შემოწმებისათვის მიწოდებულ იქნა სრულყოფილი გაანგარიშებები და რეესტრები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით იყო დავალებული. აღნიშნული გაანგარიშებების შესაბამისად, დაკორექტირებული იქნა საქონლის ჯგუფები, თუმცა გაცილებით დიდი ოდენობით უნდა მომხდარიყო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირება. მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხის ხელახლა გავლას.
ასევე, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27778 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივნისის №007-142 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 17 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი (მ.შ. ტექნიკური უზუსტობები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27778 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 22 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 1 239 ლარი, მ.შ. შეუმცირდა გადასახადი 3 177 ლარით და დაერიცხა ჯარიმა 1 938 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 27 აგვისტოს №007-243 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დაზუსტდა საქონლის დასახელებები და რაოდენობის საზომი ერთეულები, რამაც გამოიწვია ფასნამატის ცვლილება საქონლის ზოგიერთ ჯგუფში. აღნიშნული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დაზუსტდა საქონლის დასახელებები და რაოდენობის საზომი ერთეულები, რამაც გამოიწვია ფასნამატის ცვლილება საქონლის ზოგიერთ ჯგუფში. აღნიშნული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებების შემცირება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშებისას ასევე გასწორდა ტექნიკური უზუსტობებიც.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27778 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და აცხადებს, რომ შემოწმებისათვის მიწოდებულ იქნა სრულყოფილი გაანგარიშებები და რეესტრები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით იყო დავალებული.მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხის ხელახლა გავლას.
ასევე, კეთილსინდისიერებაზე მითითებით,სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დაზუსტდა საქონლის დასახელებები და რაოდენობის საზომი ერთეულები, რამაც გამოიწვია ფასნამატის ცვლილება საქონლის ზოგიერთ ჯგუფში. აღნიშნული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).