გადაწყვეტილება №22126/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22126/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 1.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22126/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №086-70 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 2 083 793 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 990 896
დღგ - 532 634
მოგების გადასახადი - 23 283
საშემოსავლო გადასახადი - 433 229
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა)- 1 750
ჯარიმა - 510 243
საურავი - 582 654
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილია დღგ-ის დეკლარაციები, სადაც დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 281 137 ლარს. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აისახა, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალიზებული ფართების ღირებულებები (საჯარო რეესტრის ამონაწერებში უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღით), ასევე მყიდველის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხები, აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2. გადამხდელს შეძენილი აქვს სამშენებლო-სარემონტო მასალები, მის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2016 წელს, ხოლო სარემონტო სამუშაოები კი 2018 წლის დასაწყისში. ასევე ახსნა-განმარტებით გაირკვა, რომ გადამხდელი მასალებით უზრუნველყოფს ბინის მესაკუთრეებს. გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი მასალის გახარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტი, ასევე არ ითვალისწინებს აღნიშნულს ნასყიდობის (ასევე წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულებები. შემოწმების მიერ, მიღებული სამშენებლოსარემონტო მასალები ჩაითვალა რეალიზებულად და აისახა დღგ-ის დეკლარაციებში შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. გადამხდელის მიერ არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, მათ შორის ფულის მოძრაობა. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი (დადასტურებული ხარჯების გამოკლებით, ასევე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების პერიოდში გადახდილი თანხების გამოკლებით) დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ შემოსავლად (ხელფასად) და დაიბეგრა 2018, 2019 წლების და 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შესაბამისად გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
4. გადამხდელს წარდგენილი აქვს მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზების მიხედვით, დამფუძნებელმა კომპანიის დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალში შეიტანა 25 000 ლარი. 2019 წლის 25 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე დამფუძნებელმა საწესდებო კაპიტალის შემცირების სანაცვლოდ (ნატურით გატანის გზით) მიიღო 87.19 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა. რომლის ღირებულება შეადგენს 156 942 ლარს. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით, საცხოვრებელი ბინის ღირებულებასა და კაპიტალში შენატანს შორის სხვაობა განხილულ იქნა მოგების განაწილებად (დივიდენდად). გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.05.2021 წლის №15272 ბრძანება და №086-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25283 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილული თანხების ოდენობის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შემოწმებით გაანგარიშებული თანხების ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25283 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 111 263 ლარით, მათ შორის გადასახადი - 74 175 ლარით და ჯარიმა - 37 088 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 თებერვლის №2742 ბრძანება და №086-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით (საწარმოს დირექტორზე ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები) გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანება;
2.მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
3.დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველეყო მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 5.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 785 376 ლარით, მათ შორის გადასახადი - 523 598 ლარით, ჯარიმა - 261 778 ლარით, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №33022 ბრძანება და №086-70 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, არგუმენტაცია, გაანგარიშებები და მტკიცებულებები სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მოხდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
წარდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტებისაგან აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა ერთი საკითხის გათვალისწინება, რასაც არ ეთანხმება და აგრძელებს დავას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
2013-2017 წლების პერიოდების დოკუმენტაციის საფუძველზე გადაანგარიშებით მოხდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის არსებული ფულის ნაშთის განსაზღვრა. ამ ნაშთის გაანგარიშებისათვის არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ მშენებარე კორპუსის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯი, იმ მოტივით, რომ ამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოწმებისათვის წარდგენილი იყო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებასამუშაოების შესრულება და სამუშაოების ღირებულება. ის ფაქტი, რომ ამ კომპანიის მიერ არ მომხდარა დადგენილი წესით დოკუმენტის გამოწერა, არ უნდა იყოს ამ თანხის გაუთვალისწინებლობის მიზეზი, რადგან მიღება-ჩაბარების აქტისა და კომპანიის მხრიდან დასტურის გარდა, სახეზეა შესრულებული სამუშაო (აშენებული კორპუსი მოპირკეთებული ფასადით). შესაბამისად, სახეზეა ამ ხარჯის გაწევის რეალობა, ხოლო თუ საკითხი ამ ხარჯის ოდენობის რეალობას შეეხება, მისი დადასტურება შესაძლებელი იქნება ან ექსპერტიზის დასკვნით, ან რაიმე ალტერნატიული მეთოდებით. მისი პოზიციით, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი დადგენილი მიდგომების გამოყენებაც.
მოითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, რომ წარდგენილი არგუმენტების შესაბამისად მოხდეს ფასადის მოპირკეთების სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის გათვალისწინება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის არსებული ნაშთების გაანგარიშებისას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანება;
2.მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
3.დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველეყო მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 5.12.2023 წელს გამოცემული დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელს არ გააჩნდა აღრიცხვა, 2018 წლის 1 იანვრისთვის ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულოვანი მაჩვენებლით. გადამხდელმა წარმოადგინა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის, ასევე 2013-2017 წლების პერიოდის შემოსავლების და ხარჯების გაანგარიშება ცხრილებით და თანდართული დოკუმენტაციით: ხელშეკრულებებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, საბანკო ამონაწერებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, ასევე წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად საწარმოს შესამოწმებელ პერიოდამდე გაწეული ხარჯები აღემატება შემოსავლებს, შესაბამისად დაკორექტირდა ნაღდი ფულის საწყისი ნაშთი და განისაზღვრა - 164 238 ლარით. შესწავლილ იქნა ასევე შემოწმების პროცესში ავანსად დაკვალიფიცირებული თანხის სისწორე (გადახდა ჩათვლილი იყო ავანსად, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებებით ვერ დადგინდა მყიდველთან შესაბამისობა), მოხდა მანამდე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლების ორდერების, ასევე სხვის მაგივრად გადახდილი თანხების დაიდენტიფიცირება, გაირკვა ბარტერული ოპერაციების შედეგად გადაცემული ბინების ღირებულება (რაზედაც აღარ მოხდებოდა თანხის ანაზღაურება). გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი ჰქონდა სამშენებლო-სარემონტო მასალები, რომელზეც შემოწმების პროცესში არ იყო წარმოდგენილი მასალის ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და შესაბამისად ჩათვლილი იყო მიწოდებად/რეალიზაციად, წარმოდგენილ იქნა მასალის ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. (შემოსავალში იღებდა მონაწილეობას). ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის კორექტირება (შემცირება). დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 785 376 ლარით, მათ შორის გადასახადი - 523 598 ლარით, ჯარიმა - 261 778 ლარით.
მომჩივანი სადავოდ ხდის და მოითხოვს მშენებარე კორპუსის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის ფულის ნაშთში გათვალისწინებას, რომელიც ეხება საწარმოს დირექტორზე ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების განსაზღვრას და შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხს, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტებს/მტკიცებულებას, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილება.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დავების განხილვის საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
დავების განხილვის საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 5.12.2023 წელს გამოცემული დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელს არ გააჩნდა აღრიცხვა, 2018 წლის 1 იანვრისთვის ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულოვანი მაჩვენებლით. გადამხდელმა წარმოადგინა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის, ასევე 2013-2017 წლების პერიოდის შემოსავლების და ხარჯების გაანგარიშება ცხრილებით და თანდართული დოკუმენტაციით: ხელშეკრულებებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, საბანკო ამონაწერებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, ასევე წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად საწარმოს შესამოწმებელ პერიოდამდე გაწეული ხარჯები აღემატება შემოსავლებს, შესაბამისად დაკორექტირდა ნაღდი ფულის საწყისი ნაშთი და განისაზღვრა - 164 238 ლარით. შესწავლილ იქნა ასევე შემოწმების პროცესში ავანსად დაკვალიფიცირებული თანხის სისწორე (გადახდა ჩათვლილი იყო ავანსად, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებებით ვერ დადგინდა მყიდველთან შესაბამისობა), მოხდა მანამდე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლების ორდერების, ასევე სხვის მაგივრად გადახდილი თანხების დაიდენტიფიცირება, გაირკვა ბარტერული ოპერაციების შედეგად გადაცემული ბინების ღირებულება (რაზედაც აღარ მოხდებოდა თანხის ანაზღაურება). გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი ჰქონდა სამშენებლო-სარემონტო მასალები, რომელზეც შემოწმების პროცესში არ იყო წარმოდგენილი მასალის ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და შესაბამისად ჩათვლილი იყო მიწოდებად/რეალიზაციად, წარმოდგენილ იქნა მასალის ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. (შემოსავალში იღებდა მონაწილეობას). ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის კორექტირება (შემცირება). დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 785 376 ლარით, მათ შორის გადასახადი - 523 598 ლარით, ჯარიმა - 261 778 ლარით. მომჩივანი სადავოდ ხდის და მოითხოვს მშენებარე კორპუსის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის ფულის ნაშთში გათვალისწინებას, რომელიც ეხება საწარმოს დირექტორზე ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების განსაზღვრას და შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11686 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხს, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 28.09.2023 წლის №20076/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).