N 34 - 14/08/2026 - „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2026 წლის 14 აგვისტო
ქ. გორი
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 26/12/2017; 210020010.35.148.016440) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ეკონომიკის სამსახურს. მოსაკრებლების გადახდევინება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელია განახორციელოს საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა.“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
მარლენ ნადირაძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე