გადაწყვეტილება № 26646/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 05.03.2026
№ დოკუმენტი 26646/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 26646/2/2026

05 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 16.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26646/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №040-31 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №683 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 131 073.56 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 50 615.53

დღგ - 26 249.70

საშემოსავლო გადასახადი - 24 365.83

ჯარიმა - 53 519.91

საურავი - 26 938.12

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5136 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2022- 1.03.2025 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 27.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 4.12.2025 წლის №26766 ბრძანება და ამავე თარიღის №040-31 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.01.2026 წლის №683 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

წყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 18.02.2026 წლის №13260-21-04 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №683 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ამავე დღეს და გაცნობა ფიქსირდება 23.01.2026 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №683 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 12.02.2026 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 16.02.2026 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

გადასახადის გადამხდელმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ გასაჩივრების ვადა ვერ გამოთვალა სწორად.ამგვარად, ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №683 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №040-31 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №683 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5136 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2022- 1.03.2025 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 27.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 4.12.2025 წლის №26766 ბრძანება და ამავე თარიღის №040-31 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.01.2026 წლის №683 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩეს განუხილველი;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 301(ე);