გადაწყვეტილება №28248/2/2026
📄 სრული ტექსტი
№28248/2/2026
03 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 7.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28248/2/2026).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 29.07.2026 წლის №27823/2/2026 (რეგ. 30.07.2026 წელი; №03/57352) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 სექტემბრის №006-388 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 199 261.16 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 123 077
ჯარიმა - 61 538
საურავი - 14 646.16
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 6 ნოემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2024 წლის 7 მაისს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10086 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 22 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო ორგანომ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. კერძოდ, მიღებული და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მიღებული სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით არასრულყოფილად ჰქონდა ასახული დღგით დასაბეგრი ბრუნვები. კერძოდ, საწარმოს მიერ გამოიწერა ეა-„-------“ საგადასახადო ანგარიშფაქტურა 1 112 661 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. საგადასახადო ორგანომ შეისწავლა წინა პერიოდში ავანსის სახით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გაქვითვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში 428 898 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, მოცემული სხვაობა არ იქნა სრულად დეკლარირებული კომპანიის მიერ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №11592 ბრძანება და №006-178 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 192 738.09 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 9 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 30 ივნისის №14492 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 20.07.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.07.2026 წლის №27823/2/2026 (რეგ. 30.07.2026 წელი; №03/57352) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2026 წლის დასკვნა, 10.09.2026 წლის №20122 ბრძანება და №006-388 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის დეკემბრის თვეში ტექნიკური ხარვეზის გამო კომპანიის მიერ დეკლარაციაში არ იქნა ასახული ა/ფ №ეა-„-------“-ის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება. აღნიშნული ფაქტურის მიხედვით მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულება შეადგენდა 1,312,940.20 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული თანხიდან 506,100.03 ლარი უკვე დაბეგრილი იყო მიღებული ავანსის სახით. შესაბამისად, სწორი დეკლარირების შემთხვევაში, მოცემული ფაქტურის ფარგლებში დამატებით დასაბეგრი თანხა შეადგენდა 806,840.16 ლარს, ხოლო ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი დღგ-ის ვალდებულება – 123,077.31 ლარს. ამასთანავე, კომპანიას 2025 წლის დეკემბრის თვეში უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468,345 ლარის ღირებულების რეალიზაცია ა/ფ №ეა-„-------“-ის საფუძველზე, რომლის შესაბამისი დღგ შეადგენს 71,442.42 ლარს. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დეკლარირება განხორციელდა ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, წინდახედულობის პრინციპიდან გამომდინარე, იმ მოლოდინით, რომ შემდგომში მოხდებოდა მიღებაჩაბარების აქტის ხელმოწერა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში დამკვეთ კომპანიაში განხორციელდა დირექტორის ცვლილება და ახალმა მენეჯმენტმა უარი განაცხადა ფაქტურით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიღებაზე. დამკვეთ მხარესთან მოხდა ანგარიშ-ფაქტურის დეკლარაციიდან ჩახსნა და ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმება, მომჩივანსაც მოუხდა შესყიდული საქონლის უკან დაბრუნება მომწოდებელთან. აღნიშნული პროცესების პარალელურად ვერ შეძლო უკან დაბრუნების ზედნადების დაწერა, რადგან ფაქტურის ფარგლებში დეკლარირებული იყო დავალიანება და შეზღუდული ჰქონდა ზედნადების დაწერის ფუნქცია. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში კომპანიაში შეიცვალა ბუღალტერი, რამაც დამატებით გამოიწვია ინფორმაციის დამუშავების შეფერხება. ა/ფ №ეა-„-------“-თან დაკავშირებული გარემოებები კომპანიამ აუდიტორებს მიაწოდა ახსნა-განმარტების სახით შემოწმების პროცესში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ფაქტურის გაუქმებაზე კომპანიამ უარი მიიღო და არც ზედმეტად დეკლარირებული თანხის გათვალისწინება მოხდარა დარიცხვის გაანგარიშების პროცესში. კომპანიის პოზიციით, 2025 წლის დეკემბრის თვის რეალურად დასადეკლარირებელი თანხა (დღგ-ის ჩათვლით) უნდა განისაზღვროს ა/ფ №ეა-„-------“-ის ფარგლებში 806,840.16 ლარით. ამასთან, კომპანიას უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468,345 ლარის რეალიზაცია ა/ფ №ეა-„-------“-ის საფუძველზე. შესაბამისად, კომპანიის მიერ დამატებით დასადეკლარირებელი თანხა შეადგენს 338,495.16 ლარს (806,840.16 ლარი – 468,345 ლარი). აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება და შესაბამისი სანქციები უნდა გაანგარიშდეს სწორედ აღნიშნული სხვაობიდან, ვინაიდან ა/ფ №ეა-„-------“-ის ფარგლებში დასადეკლარირებელი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ასახული იყო კომპანიის მიერ დეკლარაციაში. ამასთან, ახლა რომ დარიცხვა განხორციელდეს არასწორად, და დეკლარირებული თანხის, რომლის დღგ 71 442,42 ლარია, გასწორება რომ მოახდინოს, საჭიროა 71 442,42 ლარი გადაიხადოს ბიუჯეტში შესაბამისი საურავებით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ უკან დაბრუნების ზედნადების დაწერის საშუალება მიეცეს. საბოლოოდ კი გადახდილი თანხა 71 442,42 ლარი ზედმეტობაში აისახება.
საწარმო საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში კეთილსინდისიერად და სრულყოფილად ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს, რასაც ადასტურებს წინა პერიოდების საგადასახადო შემოწმებების შედეგებიც. მოცემულ შემთხვევაში დეკლარაციაში დაშვებული უზუსტობა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით და არ წარმოადგენდა გადასახადის დამალვის, შემცირების ან ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების განზრახ ქმედებას. ამასთან, კომპანიას უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468,345 ლარის რეალიზაცია, რომლის შესაბამისი დღგ შეადგენს 71,442.42 ლარს. შესაბამისად, ბიუჯეტისთვის რეალურად მიყენებული შესაძლო ზიანი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე შემოწმების შედეგად სრულად დაუდეკლარირებელი ოპერაციის საფუძველზე გაანგარიშებული თანხა. აღსანიშნავია, რომ ა/ფ №ეა-„-------“-ის გამოწერა და დეკლარირება განხორციელდა რეალური ეკონომიკური ოპერაციის მოლოდინში, თუმცა შემდგომში დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტის ცვლილების გამო ოპერაცია არ განხორციელდა. აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო შემოწმების განმახორციელებელი პირებისთვის და კომპანიამ შესაბამისი განმარტებებიც წარადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიას შემოწმების დაწყებამდე არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება ან გაფრთხილება დეკლარირებულ მონაცემებსა და გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შორის არსებული შეუსაბამობის შესახებ, რაც შესაძლებელს გახდიდა ხარვეზის დროულ გამოსწორებას და ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულების დაზუსტებას. საგადასახადო კანონმდებლობის სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სანქციის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის ხასიათი, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება, დარღვევის გამომწვევი მიზეზები და ის გარემოება, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საგადასახადო ვალდებულების განზრახ დამალვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ არსებობს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის სრულად გაუქმების საფუძველი, ხოლო კომპანიის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას უნდა იქნეს გათვალისწინებული უკვე დეკლარირებული 468,345 ლარის რეალიზაცია და მისგან გამომდინარე 71,442.42 ლარის დღგ.
ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №11592 ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც არ ითვალისწინებს კომპანიის მიერ უკვე დეკლარირებულ 468,345 ლარის რეალიზაციას და მის შესაბამის დღგ-ს. კომპანიის საგადასახადო ვალდებულება გადაანგარიშდეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა/ფ №ეა-„-------“-ის ფარგლებში დასადეკლარირებელი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დეკლარირებული იყო კომპანიის მიერ ა/ფ №ეა-„-------“-ის საფუძველზე. კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა გააუქმოს შეცდომით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №ეა-„-------“ და საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული ფაქტურის საფუძველზე უკვე დეკლარირებული 468,345 ლარის რეალიზაცია და 71,442.42 ლარის დღგ. სრულად გაუქმდეს №11592 ბრძანებით დარიცხული 61,538 ლარის ოდენობის ჯარიმა, ვინაიდან დარღვევა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, კომპანიას არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდების განზრახვა და იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 29.07.2026 წლის №27823/2/2026 (რეგ. 30.07.2026 წელი; №03/57352) გადაწყვეტილებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემები, მიღებული და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები. გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის დეკემბერში შპს „N1“ (ს/ნ „-------“) და შპს „N2-ზე“ (ს/ნ „-------“ ) გამოწერილი აქვს ეა-„-------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 468 345 ლარის და ეა-„-------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 312 940 ლარის (დღგ-ის ჩათვლით). გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული იყო შპს „N1-ზე“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შემოწმებით დამატებით დაიბეგრა შპს „N2-ზე“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 1 312 940 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), 428 898 ლარის ავანსის განაშთვით. გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის გარეშე) 683 763 ლარით. დავების განხილვის საბჭოს 29.07.2026 წლის №27823/2/2026 (რეგ. 30.07.2026 წელი; №03/57352) გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია შპს „N1-ის“ მიერ დაზუსტებული დეკლარაციები და ფაქტურის ჩახსნაზე განაცხადი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დეკლარაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება შემცირებას შემდეგი გარემოებების გამო: საწარმოს მიერ 2025 წლის დეკემბრის თვეში დეკლარირებულია შპს „N1-ზე“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შემოწმებით დაიბეგრა შპს „N2-ზე“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავანსების გათვალისწინებით. საჩივრის მიხედვით დადგენილი ოპერაცია სწორია, ხოლო ეა-„-------“ ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია №„-------“ დადასტურებული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საქონლის მიწოდება განხორციელდა 2025 წლის დეკემბერში (ამავე პერიოდში საქონლის უკან დაბრუნების ზედნადები გამოწერილი არ არის). ამასთან, შპს „N1-ს“ 2026 წლის 25 აგვისტოს დაზუსტებული აქვს დეკლარაცია, სადაც ჩათვლილია და მიბმულია დეკლარაციაზე ეა-„-------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის თანხით 71 442 ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების აქტის საფუძველზე 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირების/კორექტირების სამართლებრივი გარემოებები არ იკვეთება. შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება არ ექვემდებარება კორექტირებას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2025 წლის დეკემბრის თვეში ტექნიკური ხარვეზის გამო კომპანიის მიერ დეკლარაციაში არ იქნა ასახული ა/ფ №ეა-„-------“-ის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება. აღნიშნული ფაქტურის მიხედვით მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულება შეადგენდა 1,312,940.20 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული თანხიდან 506,100.03 ლარი უკვე დაბეგრილი იყო მიღებული ავანსის სახით. შესაბამისად, სწორი დეკლარირების შემთხვევაში, მოცემული ფაქტურის ფარგლებში დამატებით დასაბეგრი თანხა შეადგენდა 806,840.16 ლარს, ხოლო ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი დღგ-ის ვალდებულება – 123,077.31 ლარს. ამასთანავე, კომპანიას 2025 წლის დეკემბრის თვეში უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468,345 ლარის ღირებულების რეალიზაცია ა/ფ №ეა-„-------“-ის საფუძველზე, რომლის შესაბამისი დღგ შეადგენს 71,442.42 ლარს. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დეკლარირება განხორციელდა ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, წინდახედულობის პრინციპიდან გამომდინარე, იმ მოლოდინით, რომ შემდგომში მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში დამკვეთ კომპანიაში განხორციელდა დირექტორის ცვლილება და ახალმა მენეჯმენტმა უარი განაცხადა ფაქტურით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიღებაზე. დამკვეთ მხარესთან მოხდა ანგარიშ-ფაქტურის დეკლარაციიდან ჩახსნა და ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმება, მომჩივანსაც მოუხდა შესყიდული საქონლის უკან დაბრუნება მომწოდებელთან. აღნიშნული პროცესების პარალელურად ვერ შეძლო უკან დაბრუნების ზედნადების დაწერა, რადგან ფაქტურის ფარგლებში დეკლარირებული იყო დავალიანება და შეზღუდული ჰქონდა ზედნადების დაწერის ფუნქცია. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში კომპანიაში შეიცვალა ბუღალტერი, რამაც დამატებით გამოიწვია ინფორმაციის დამუშავების შეფერხება. ა/ფ №„-------“-თან დაკავშირებული გარემოებები კომპანიამ აუდიტორებს მიაწოდა ახსნა-განმარტების სახით შემოწმების პროცესში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ფაქტურის გაუქმებაზე კომპანიამ უარი მიიღო და არც ზედმეტად დეკლარირებული თანხის გათვალისწინება მოხდარა დარიცხვის გაანგარიშების პროცესში. კომპანიის პოზიციით, 2025 წლის დეკემბრის თვის რეალურად დასადეკლარირებელი თანხა (დღგ-ის ჩათვლით) უნდა განისაზღვროს ა/ფ №ეა-„-------“-ის ფარგლებში 806,840.16 ლარით. ამასთან, კომპანიას უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468,345 ლარის რეალიზაცია ა/ფ №ეა-„-------“-ის საფუძველზე. შესაბამისად, კომპანიის მიერ დამატებით დასადეკლარირებელი თანხა შეადგენს 338,495.16 ლარს (806,840.16 ლარი – 468,345 ლარი). აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება და შესაბამისი სანქციები უნდა გაანგარიშდეს სწორედ აღნიშნული სხვაობიდან, ვინაიდან ა/ფ №ეა-„-------“-ის ფარგლებში დასადეკლარირებელი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ასახული იყო კომპანიის მიერ დეკლარაციაში.
მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 29.07.2026 წლის №27823/2/2026 (რეგ. 30.07.2026 წელი; №03/57352) გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №11592 ბრძანება.
გადამხდელი აღნიშნავს,რომ კომპანიას არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდების განზრახვა და იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
ანგარიშ-ფაქტურების და მიღებული სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით არასრულყოფილად ჰქონდა ასახული დღგით დასაბეგრი ბრუნვები.საგადასახადო ორგანომ შეისწავლა წინა პერიოდში ავანსის სახით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გაქვითვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, მოცემული სხვაობა არ იქნა სრულად დეკლარირებული კომპანიის მიერ. მონაცემების შესწავლის შედეგად გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(1ბ).