საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ბრძანება 10.02.2011
№ დოკუმენტი 78
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 78

2011 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქცია“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი

კ. ბაინდურაშვილი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქცია

მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 154-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, პირის მიერ საგადასახადო ორგანოში გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ და განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით დეკლარაციების წარდგენის საანგარიშო პერიოდად განისაზღვროს:

ა) კვარტალი – იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ეტაპობრივად გადავლენ კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე;

ბ) კალენდარული თვე – გადასახადის გადამხდელებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე გადასვლამდე.

მუხლი 2.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდებისათვის ან მომსახურების გაწევისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან თანხის გადახდის ვალდებულებად არ ჩაითვალოს საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე თანხის (ავანსის) წინასწარი გადახდა.

მუხლი 3.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 190-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, აქციზის საანგარიშო პერიოდად განისაზღვროს:

ა) კვარტალი – იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ეტაპობრივად გადავლენ კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე;

ბ) კალენდარული თვე – გადასახადის გადამხდელებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე გადასვლამდე.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე