ბრძანება N 9680
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9680
04 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ --------------)
(მის.: --------------------------------)
2026 წლის 3 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 აპრილის სხდომაზე (ოქმი №34) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) 2026 წლის 3 აპრილის №----/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 მარტის №084-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემმოწმებელს წარუდგინა მტკიცებულებები ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც წარმოადგენდნენ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს და სარგებლობდნენ მაღალმთიანი რაიონის მცხოვრებთათთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათით. აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის მომენტში შემმოწმებლებს რაიმე შენიშვნები/პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. ასევე არ მოუთხოვიათ მათი სათანადო წესით (ნოტარიულად) დამოწმება. აგრეთვე, შემმოწმებლებს გადამხდელისთვის არ წარუდგენიათ ინფორმაცია, რომელმა ფიზიკურმა პირებმა უარყვეს შემოსავლების მიღება, ასევე, რა შინაარსის საუბრით მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია, შემმოწმებლების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აღნიშნული ზეწოლის შედეგად შეშინებულმა/სტრესულ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა უარყვეს ის ჩვენებები, რომლებიც გადამხდელის მიერ წერილობითი ფორმით იქნა ჩამორთმეული და წარდგენილი გადაანგარიშების პროცესში. ასევე, ხომ არ ჰქონდა ადგილი ისეთი ტონით/მიდგომით საუბარს, რომ შესაბამისი შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში მათ წარმოეშვებოდათ შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები და დაეკისრებოდათ შესაბამისი ფინანსური სანქციები, რისი შიშითაც იძულებულნი გახდნენ უერყოთ მათ მიერ მოცემული განმარტებები/ინფორმაცია. გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მტკიცებულებების უარყოფა განხორციელდა არასაკმარისად დასაბუთებული და პროცედურულად გაუმართავი მიდგომით, რომელიც ეფუძნება არადოკუმენტირებულ სატელეფონო კომუნიკაციასა და ფორმალურ არგუმენტებს, გადამხდელისათვის ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობის მიუცემლად.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფულის ნაშთს და აღნიშნულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ გაწეულია ხარჯები ნაღდი ანგარიშსწორებით ფიზიკურ პირებზე, რაც არ იქნა აღიარებული მხოლოდ ფორმალური მტკიცებულებების არარსებობის საფუძველზე, თუმცა მათი ფაქტობრივი არსებობა დადასტურებულია ახსნა-განმარტებებითა და სამუშაოების შესრულების ფაქტით. ამასთან, კომპანიას დამატებით გაწეული აქვს ოპერაციული ხარჯები - მათ შორის ბინის ქირის, კვებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით დაახლოებით 75 000 ლარის ოდენობით, რომლიც ნაწილობრივ არის ასახული შიდა აღრიცხვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის საქმიანობის ფარგლებში ფიზიკურ პირებზე გაცემული დაახლოებით 700 000 ლარი შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახით, რაც დასტურდება ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებებით, სამუშაოების შესრულების ფაქტითა და კომპანიის საქმიანობის სპეციფიკით. შესაბამისად, სადავო თანხის დირექტორის პირად შემოსავალად მიჩნევა უსაფუძვლოა. კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების საერთო მოცულობა აღწევს დაახლოებით 2 225 966 ლარს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №14284 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით, შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №14284 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 26 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 4 მარტის №084-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების შედეგად ფულის ნაშთი გაანგარიშებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დამადასტურებელი დოკუმენტები (-----ს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ცნობა), ასევე, წარდგენილია ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები გაწეული მომსახურების და გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ. სხვა რაიმე სახის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის წარდგენილი.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ იყო წარდგენილი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული.
გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია. შესწავლის შედეგად, ფიზიკურ პირებთან განხორციელდა სატელოფონო კომუნიკაცია. კომუნიკაციის დროს, ფიზიკურმა პირებმა არ დაადასტურეს წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობა, მათ შორის, ოთხმა ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურში წარადგინა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ განცხადებებში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ხელმოწერა არ არის მათ მიერ შესრულებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტები არ იყო სათანადო წესით დამოწმებული, ხოლო შესწავლის შედეგად არ დასტურდება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების გადახდის ფაქტი, გადაანგარიშების დასკვნით, შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დამადასტურებელი დოკუმენტები (-----ს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ცნობა), ასევე, ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები გაწეული მომსახურების და გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ. სხვა რაიმე სახის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი.
გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ფიზიკურ პირებთან განხორციელდა სატელოფონო კომუნიკაცია, რომლის დროსაც ფიზიკურმა პირებმა არ დაადასტურეს გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობა, მათ შორის ოთხმა ფიზიკურმა პირმა წარადგინა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ განცხადებებში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ხელმოწერა არ არის მათ მიერ შესრულებული. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტები არ იყო სათანადო წესით დამოწმებული, ხოლო შესწავლის შედეგად არ დასტურდება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების გადახდის ფაქტი, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1.ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
2.შემოწმებით გაანგარიშებულ ფულის ნაშთს და აღნიშნულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №14284 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდლის საჩივარი. კერძოდ, სადავო საკითხებთანთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით, შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №14284 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №084-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების შედეგად ფულის ნაშთი გაანგარიშებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, წარდგენილია ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები გაწეული მომსახურების და გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ. სხვა რაიმე სახის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის წარდგენილი.ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ იყო წარდგენილი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას.გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული.
ამასთან,გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია. შესწავლის შედეგად, ფიზიკურ პირებთან განხორციელდა სატელოფონო კომუნიკაცია. კომუნიკაციის დროს, ფიზიკურმა პირებმა არ დაადასტურეს წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობა, მათ შორის, ოთხმა ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურში წარადგინა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ განცხადებებში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ხელმოწერა არ არის მათ მიერ შესრულებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტები არ იყო სათანადო წესით დამოწმებული, ხოლო შესწავლის შედეგად არ დასტურდება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების გადახდის ფაქტი, გადაანგარიშების დასკვნით, შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);