გადაწყვეტილება №25272/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 11.08.2025
№ დოკუმენტი 25272/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25272/2/2025

11 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 6.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25272/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4611 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №006-505 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3448 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 619 879.97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 302 560

მიწა - არასასოფლო - 132 მოგების გადასახადი - 225 952

საშემოსავლო გადასახადი - 76 476

ჯარიმა - 151 280

საურავი - 166 039.97

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 14 დეკემბრის №37130 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2017 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №39679 ბრძანება და №006-864 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 28 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 24.05.2021 წლის №15692 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის დასკვნა, 2 აპრილის №7774 ბრძანება და №006-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 15 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 30.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 17.11.2023 წლის №20718/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 1.03.2024 წლის №4611 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4611 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2024 წლის დასკვნა, 13.12.2024 წლის №26309 ბრძანება და №006-505 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 26 თებერვლის №3448 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 13.06.2025 წლის №50709-21 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას მომჩივანი არ გაცნობილია ელექტრონულად გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის გათვალისწინებით, სადავო ბრძანება საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 2025 წლის 31 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2025 წლის 20 აპრილს. აღნიშნული აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 12 მაისი (მე-20 დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს - შაბათი), ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 2025 წლის 6 ივნისს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას საწარმოს დირექტორი გაეცნო 6.06.2025 წელს და ამავე დღეს გაასაჩივრა. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი გადაწყვეტილება. ბრძანების საჯაროდ გავრცელება გადაწყვიტეს ელექტრონულ გვერდზე განთავსებიდან ერთი თვის ვადაში, მაშინ როდესაც დავები იხილება წლობით. სრულიად არაადეკვატურია შემოსავლების სამსახურის სულსწრაფობა, ერთ თვეში საჯარო გამოქვეყნებით გააცნეს გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილება იმ დავაზე, რომელიც მიმდინარეობს 5 წელი და მიიჩნიეს, რომ მომჩივანი განზრახ არ ეცნობა მის ელექტრონულ გვერდზე განთავსებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ელოდება 2020 წლიდან. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ დისკრეციული უფლება თავად გადაეწყვიტა გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების ან/და წარდგენის ფორმა, გამოყენებულ იქნა საწარმოს საზიანოდ, რამდენადაც შესაძლებელი იყო აღნიშნული ბრძანება გაგზავნილიყო ფოსტის საშუალებითაც და მხოლოდ შემდგომ გავრცელებულიყო საჯაროდ. ამდენად, გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს 2025 წლის 6 ივნისიდან.

ამასთან, 19.06.2025 წელს მომჩივანმა წარმოადგინა №95548/01 განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებულია ის ადმინისტრაციული აქტი, რის საფუძველზეც განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის ბრძანების საჯაროდ გავრცელება 2025 წლის 31 მარტს და ითხოვა აღნიშნული საჩივრის განხილვის დასრულებამდე წარმოდგენილი საჩივრის განხილვის გადადება. ანალოგიური შუამდგომლობა დააყენა მომჩივანმა 20.06.2025 წელს საბჭოს სხდომაზე.

საბჭომ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის თხოვნა და შეაჩერა დავის განხილვა. მხარეებთან კომუნიკაციით და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მომჩივანმა 19.06.2025 წელს №95439/21 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა იმ ადმინისტრაციული ბრძანების დაუყოვნებლივ გადაცემა, რის საფუძველზეც მოხდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის ბრძანების საჯაროდ გავრცელება 2025 წლის 31 მარტს. გადასახადის გადამხდელმა ამავე დღეს (19.06.2025 წელი) მიმართა შემოსავლების სამსახურს №566947 განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს წერილობითი ფორმით მოითხოვა შემოსავლების სამსახურიდან ის ადმინისტრაციული ბრძანება, რომლითაც მოხდა გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება. ვინაიდან ჯერ არ მიუღია აღნიშნული დოკუმენტი, ფორმალურად აფიქსირებს, რომ მოახდენს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებას, ვინაიდან საჯარო გამოქვეყნება არის შეტყობინების უკიდურესი ფორმა და შესაბამისად დაზუსტებულ საჩივარს წარმოადგენს მას შემდგომ, გონივრულ ვადაში, რაც გაეცნობა მასში დაფიქსირებულ მოტივებს. აღნიშნული განცხადებების პასუხად, მომჩივანს საფოსტო დაწესებულების მეშვეობით გაეგზავნა 20.06.2025 წლის №21-04/45767 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3448 ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, საწარმოს ავტორიზებულ გვერდზე 2025 წლის 26 თებერვალს, თუმცა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ დაფიქსირდა აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 და 151 მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 31 მარტის №20250273 ბრძანებით, ავტომატურ რეჟიმში განახორციელა 2025 წლის 26 თებერვლის №3448 ბრძანების საჯაროდ გავრცელება, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 2025 წლის 31 მარტს.

ამ წერილით, მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 მარტის №20250273 ბრძანება, დანართთან ერთად. აღნიშნული წერილი ვერ ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს და დაბრუნდა უკან. 9.07.2025 წელს წერილი გაეგზავნა მომჩივანს ელექტრონული სერვისების პორტალის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის სხვა განცხადება/საჩივარი შემოსავლების სამსახურში არ ფიქსრდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს დავის განხილვის შეჩერების საფუძველი.

ამასთან, მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი სადავო ბრძანებას არ გაეცნო 30 დღის ვადაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო საჯაროდ გაევრცელებინა დოკუმენტი. მითითებული მუხლის მოქმედი რედაქციით, საგადასახადო ორგანოს არ აქვს დოკუმენტის ფოსტის საშუალებით გაგზავნის ვალდებულება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4611 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2017 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 28 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 24.05.2021 წლის №15692 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის დასკვნა, 2 აპრილის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 15 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 30.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 17.11.2023 წლის №20718/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 1.03.2024 წლის №4611 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4611 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2024 წლის დასკვნა, 13.12.2024 წლის №26309 ბრძანება და №006-505 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 26 თებერვლის №3448 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 301 (ე).