გადაწყვეტილება №26021/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2025
№ დოკუმენტი 26021/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26021/2/2025

08 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 13.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26021/2/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 01.08.2025 წლის N 006-300 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის N 20596 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

42 394,27 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 27 114,95 ლარი;

ჯარიმა - 13 557,49 ლარი;

საურავი - 1 721,83 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების განხორციელება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 28.12.2020 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 28.06.2021 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2025 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ნოემბრის და 2025 წლის იანვრის, თებერვლის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2024 წლის ნოემბრის და 2025 წლის იანვრის, თებერვლის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს გაწეულ მომსახურებებზე გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, მათ შორის, ავანსის ანგარიშ - ფაქტურები. დადგინდა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი შპს „-----“ (ს/ნ ----- ) გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურები. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც, გამოწერილი ავანსისა და საბოლოო ანგარიშ - ფაქტურების გათვალისწინებით, შეადგენს სულ 233 254 ლარს, მომჩივნის მიერ კი დეკლარირებულია 82 603 ლარი.

შემოწმების შედეგად გაიზარდა ზემოაღნიშნულ საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 01.08.2025 წლის N 006-300 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის N 20596 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი შპს „-----“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. შედეგად, შემოწმებით გამოანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაზე, გამოწერილი ავანსისა და საბოლოო ანგარიშ - ფაქტურების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ისეთი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საგადასახადო შემოწმების აქტით ვერ დგინდება, როგორ განისაზღვრა დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა. ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის N 20596 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის ნოემბრის და 2025 წლის იანვრის, თებერვლის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს გაწეულ მომსახურებებზე გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, მათ შორის, ავანსის ანგარიშ - ფაქტურები. კომპანიას სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი შპს „-----“ (ს/ნ -----) გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურები.

მომჩივნისთვის გაუგებარია, როგორ განისაზღვრა დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა. ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის N 20596 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა.

მოპასუხის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს გაწეულ მომსახურებებზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, მათ შორის, ავანსის ანგარიშ - ფაქტურები, რომელიც საწარმოს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი.

მხარეთა არგუმენტაციის და იმის გათვალისწინებით, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ 2024 წლის ნოემბრის და 2025 წლის იანვრის, თებერვლის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს გაწეულ მომსახურებებზე გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, მათ შორის, ავანსის ანგარიშ - ფაქტურები. კომპანიას სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი შპს-ს გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურები. შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 159 პირველი ნაწილის ,,ა" და ,,ბ"; 163 (1-2);