გადაწყვეტილება №22534/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22534/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22534/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------------ძე (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 7.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22534/2/2024).

 

დავის საგანი:

1. იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა;

2. პირადი მოხმარებისთვის შეძენილ საქონელზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება;

3. დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და შემოწმებით დადგენილ ბაზას შორის გამოვლენილი სხვაობის ოდენობა;

4. უძრავი ქონების გამოსყიდვის შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №021-109 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2931 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 68 500.19 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 38 726

დღგ - 31 533

საშემოსავლო გადასახადი - 7 193

ჯარიმა - 19 430

საურავი - 10 344.19

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის №22371 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №32508 ბრძანება და ამავე თარიღის №021-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 19.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2024 წლის №2931 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შემოსავლების სამსახურის 19.03.2024 წლის №25847-21-04 წერილით წარმოდგენილ და გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2931 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.02.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 6.03.2024 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 7.03.2024 წელს გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

საბჭოს მიაჩნია, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა. პირადი მოხმარებისთვის შეძენილ საქონელზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება. დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და შემოწმებით დადგენილ ბაზას შორის გამოვლენილი სხვაობის ოდენობა და უძრავი ქონების გამოსყიდვის შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №22371 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32508 ბრძანება და №021-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის წლის №2931 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია,ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ე“);