ბრძანება N 7352

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2024
№ დოკუმენტი 7352
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7352

03 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 27 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 27 მარტის №88737/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მარტის №005-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. არ ეთანხმება დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ფიქსირდებოდა სასაქონლო ზედნადებში, გამოყენებული იყო სხვა კომპანიების მიერ. ამის დასტურად მზად არის წარმოადგინოს სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

2. არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებული იყო სხვა გადამზიდავი კომპანიის მიერ მესამე კომპანიის ტვირთის გადასაზიდად. აღნიშნულის შედეგად საწარმოს სატრანსპორტო საშუალება დაფიქსირდა გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში. აღნიშნულ ოპერაციაზე შესაბამის საწარმოებს შესრულებული აქვთ საგადასახადო ვალდებულებები, რისი გათვალისწინებაც არ მოხდა შემოწმების მიერ და ოპერაცია დაიბეგრა ორჯერ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25801 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25801 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 21 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 18 256 ლარი, მათ შორის გადასახადი 12 170 ლარი და ჯარიმა 6 086 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის პირველი მარტის №005-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საწარმოს ბალანსზე რიცხული ავტოსანტრასპორტო საშუალების მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის მტკიცებულებები, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული დანახარჯების გათვალისწინება ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, რის შედეგადაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დადგენილი ვალდებულებები.

 დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით საწარმოს მიერ დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებების (მომსახურების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები) წარმოდგენა არ მომხდარა, შედეგად საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საწარმოს ბალანსზე რიცხული ავტოსანტრასპორტო საშუალების მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის მტკიცებულებები, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული დანახარჯების გათვალისწინება ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, რის შედეგადაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დადგენილი ვალდებულებები. ხოლო, დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით საწარმოს მიერ დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებების (მომსახურების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები) წარმოდგენა არ მომხდარა, შედეგად საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არ ეთანხმება დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას.

2. არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25801 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადამხდელის საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საწარმოს ბალანსზე რიცხული ავტოსანტრასპორტო საშუალების მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის მტკიცებულებები, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული დანახარჯების გათვალისწინება ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, რის შედეგადაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დადგენილი ვალდებულებები. ხოლო, დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით საწარმოს მიერ დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებების (მომსახურების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები) წარმოდგენა არ მომხდარა, შედეგად საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).