ბრძანება N 18912
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18912
02 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------’’ (ს/ნ ----------)
(იურ. მის.: ----------)
(ფაქტ. მის.: ----------)
2023 წლის 3 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „----------’’ (ს/ნ ----------) №113238/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №006-223 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. მიუთითებს, რომ არ ეთანხმება ვირტუალური ზონის პირების დაბეგვრაზე საგადასახადო კანონმდებლობის შემოსავლების სამსახურისეულ ინტერპრეტაციას და აღნიშნული გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. აცხადებს, რომ კომპანიის შესამოწმებელ პერიოდში მეთოდური მითითება არ მოქმედებდა და კომპანიას შეეძლო მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე ემოქმედა. მიაჩნია, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების უმეტესი ნაწილი ექვემდებარება შემცირებას ახალი მეთოდური მითითების საფუძველზე. აცხადებს, რომ ----------, რომელიც არის კომაპნიის დამფუძნებელი, ასევე წარმოადგენს კომაპანიის მთავარ და ერთადერთ პროგრამისტს, რომლის მიერ პირადად არის შემუშავებული ის საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა საქართველოს ფარგელებს გარეთ მიწოდებას ახორციელებდა კომპანია. აღნიშნული ასევე დასტურდება კომპანიის კლიენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ახსნა-განმარტებით, სადაც აღნიშნულია, რომ თავად ---------- იყო ჩართული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში და მას პროგრამირებაში დიდი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. ასევე, ---------- წარმოადგენს საწარმოს დირექტორსაც. აცხადებს, რომ დირექტორზე გასაცემი ხელფასის ფონდი შეადგენდა თვეში დარიცხულ 10 000 ლარს 2019 წელს და თვეში დარიცხულ 15 000 ლარს 2020 წელს. საჩივარში წარმოდგენილი აქვს მსჯელობები და ვრცელი არგუმენტები ახალი მეთოდური მითითების შესაბამისად და თვლის, რომ თუ ---------- მიერ მიღებული თანხების ნაწილი, კერძოდ, 290 000 ლარი (წმინდა 232 000 ლარი) განხილული იქნება ხელფასად, დარჩენილი განაწილებული მოგება ახალი მეთოდური მითითების N1 მაგალითის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს მოგების გადასახადისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივნისის №16720 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 ივნისის №006-406 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოდან განსახილველად დაბრუნებული შპს „----------’’ (ს/ნ ----------) 2021 წლის 8 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივნისის №16720 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 1 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 5 ივნისის №006-223 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანება და დამტკიცდა ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე’’ ახალი მეთოდური მითითება, რომლის გათვალისწინებით, ვინაიდან შპს ,,----------’’ არ იყენებს, როგორც შესაბამისი პროფილური განხრით (პროგრამისტი) დაქირავებულ, ასევე მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილ პირებს, რომელთა მიმართებაშიც გადამხდელი ასრულებს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას, ვერ ჩაითვლება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მიწოდებაც მოხდა ქვეყნის გარეთ, არსებითად შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის საწარმოს მიერ მიღებული წმინდა მოგების დამფუძნებელ პირზე განაწილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე არ თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ ვირტუალური ზონის პირი არ იყენებს, როგორც შესაბამისი პროფილური განხრით (პროგრამისტი) დაქირავებულ, ასევე მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილ პირებს, რომელთა მიმართებაშიც გადახმდელი ასრულებს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მიწოდებაც მოხდა ქვეყნის გარეთ, არსებითად შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. მიუთითებს, რომ არ ეთანხმება ვირტუალური ზონის პირების დაბეგვრაზე საგადასახადო კანონმდებლობის შემოსავლების სამსახურისეულ ინტერპრეტაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვირტუალური ზონის პირი არ იყენებს, როგორც შესაბამისი პროფილური განხრით (პროგრამისტი) დაქირავებულ, ასევე მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილ პირებს, რომელთა მიმართებაშიც გადახმდელი ასრულებს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მიწოდებაც მოხდა ქვეყნის გარეთ, არსებითად შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 99(1 „ჟ“)