გადაწყვეტილება №22381/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22381/2/2024
15 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ს “ 26.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22381/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19569/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №001-349 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 206 406 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 81 119
დღგ - 41 119
საშემოსავლო გადასახადი - 40 000
ჯარიმა - 57 196
საურავი - 68 091
ფაქტების აღწერა
გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:
შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ კომერციული და საცხოვრებელი ფართების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, საცხოვრებელი ბინების და კომერციული ფართების, ასევე პარკინგის რეალიზაციებზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა სუპერფინი და ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან.
დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის ივლისის თვიდან გააჩნია უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევები, რაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებებით და საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციით. ნასყიდობის ხელშეკრულებებში, მითითებულია, რომ მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სრულად აქვს გადახდილი ქონების ღირებულება და ამავდროულად საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ასევე დადგინდა, რომ გადამხდელს ავანსის სახით მიღებული აქვს შემოსავალი უძრავი ქონების მიწოდებამდე.
აღნიშნული ბინების რეალიზაციაზე გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც მისი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული სარეალიზაციო ღირებულებების და შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშებზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხების მიხედვით. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ფიზიკურ პირებზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 481 მუხლის თანახმად, საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული უძრავი ქონების ღირებულებები და ასევე უძრავი ქონების მიწოდებამდე შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ავანსის თანხები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42342 ბრძანება და №001-521 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.03.2022 წლის №8022 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა პირველი დავის საგნის ნაწილში საჩივარში დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს დასახელებული ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა პირველი დავის საგნის ნაწილში საჩივარში დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს დასახელებული ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8157 ბრძანება და 13.04.2023 წლის №001-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 23.06.2023 წლის №19569/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
ა) უზრუნველყოს, საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება;
ბ) მომჩივნის მიერ დასახელებული და წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების (შესაბამისი სანქციების) კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 23.06.2023 წლის №19569/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33661 ბრძანება და №001-349 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დაბეგრილი ოპერაციები წინა საანგარიშგებო პერიოდში დაბეგრილი აქვს. ამის დასტურად საჩივარს ურთავს კორპუსების განშლას, სადაც წარმოდგენილია პერიოდების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვები, ასევე კომპანიის მიერ წარდგენილი დეკლარაციების ცხრილი 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით. ცხრილის მიხედვით 2017 წელს რეალიზებულმა ბინების და ავანსად მიღებული თანხების დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 3,624,030 ლარი. კომპანიის მიერ დეკლარაციებით წარდგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 3,688,191 ლარი. კომპანიას გარკვეულ ბინებზე 2017 წელს სრულად აქვს მიღებული თანხები, მყიდველებს კი ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცათ ბინები, თუმცა საჯარო რეესტრში გაფორმება შემდეგ წლებში მოხდა, აქედან გამომდინარე კომპანიას აღნიშნული თანხები დაბეგრილი აქვს, როგორც საქონლის მიწოდება და არა როგორც ავანსი. ასევე თანდართული ცხრილის მიხედვით კომპანიის 2018 წლის დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1,375,615 ლარი ხოლო წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით 2,655,947 ლარი.
ითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციებისა და ინფორმაციების საფუძველზე, მოახდინოს გადასახადების, სანქციების გადაანგარიშება და მათი შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა პირველი დავის საგნის ნაწილში საჩივარში დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს წარმოდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წელს გამოცემული დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2017 წლის საანგარიშგებო პერიოდში ავანსად მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოწმებისას დამატებით მოთხოვნილი იქნა 2017 წლის საანგარიშგებო პერიოდებზე მიღებულ ავანსებთან დაკავშირებული დამატებით დოკუმენტაცია, აღნიშნული ინფორმაცია შემოწმებისათვის ვერ გახდა ხელმისაწვდომი, რის გამოც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8157 ბრძანება და 13.04.2023 წლის №001-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19569/2/2023 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
ა) უზრუნველყოს, საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება;
ბ) მომჩივნის მიერ დასახელებული და წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების (შესაბამისი სანქციების) კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წელს გამოცემული დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა საწარმოს განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციები, მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის წინა საანგარიშგებო პერიოდების. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სამ საცხოვრებელ კორპუსში უძრავი ქონებების (ბინების, პარკინგების) რეალიზაციები. შემოწმების მიერ განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდამდე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების, კომერციული ფართების და პარკინგების რეალიზაციების ანალიზი და შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ოპერაციების დამატებით შესწავლა, აღნიშნულის თანახმად დგინდება, რომ შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში დაბეგრილი ოპერაციების წინა საანგარიშგებო პერიოდში დაბეგვრას გადასახადის გადამხდელის მიერ ადგილი არ ქონია. შედეგად შემოწმების მიერ დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 23.06.2023 წლის №19569/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციებისა და ინფორმაციების საფუძველზე, მოახდინოს გადასახადების, სანქციების გადაანგარიშება და მათი შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 23.06.2023 წლის №19569/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33661 ბრძანება და №001-349 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 23.06.2023 წლის №19569/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304.