ბრძანება N 23735

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2025
№ დოკუმენტი 23735
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23735

28 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------., -------)

2025 წლის 2 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 2 სექტემბრის №97801/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აგვისტოს №042-22 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, მათ შორის, დაფიქსირებულ ფაქტს, რომ შპს ,,-------"-ის სალაროს ინვენტარიზაციით ფულის ნაშთი იყო 0 (ნული) ლარი. აცხადებს, რომ საწარმოს ელექტრონულად ატვირთული და დადასტურებული ზედნადებებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 2 305 174,70 ლარის ჯართი, ხოლო საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ საწარმოს ჯართის რეალიზაციის შედეგად მიღებული აქვს მხოლოდ 1 819 860,95 ლარი. აღნიშნული თანხიდან კი 1 713 020 ლარი გადახდილია ფიზიკურ პირებზე. აცხადებს, რომ მათ მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი შედარების აქტის თანახმად შპს “-------” (ს/ნ -------) დავალიანება შპს „-------”-ის (ს/ნ -------) მიმართ 2025 წლის 23 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 475 313,75 ლარსს. შესაბამისად საწარმოს ჯერ არ მიუღია რეალიზებული ჯართის თანხა 475 313,75 ლარი. შესაბამისად, ფაქტობრივ და შემოწმების მიერ დადგენილ ფულის ნაშთებს შორის სხვაობა შეადგენს 100 000 ლარს და არა 683 500 ლარს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15592 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 13 ივნისის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ურთიერთშედარების აქტები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15592 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 4 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 7 აგვისტოს №042-22 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „-------“-ის (ს/ნ -------) წარმომადგენელმა 2025 წლის 25 ივლისს აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა განცხადება და შედარების აქტი შპს ,,-------”, რომლის მიხედვით შპს „-------” (ს/ნ -------) დავალიანება შპს „-------”-ის (ს/ნ -------) მიმართ 2025 წლის 23 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 475 313,75 ლარს. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 ივლისის წერილით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად შპს „-------” (ს/ნ -------) გამოთხოვილი იქნა შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: 2024 წლის 21 მარტიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდში შპს „-------“-თან (ს/ნ -------) ეკონომიკური ურთიერთობის ამსახველი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ შეძენილი საქონლის ღირებულება, დაფარული დავალიანების ოდენობა, დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტები და პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანების ნაშთის შესახებ ინფორმაცია. ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „-------” (ს/ნ -------) აუდიტის დეპარტამენტში გადმოაგზავნა 2025 წლის 30 ივლისის №570465 წერილით. საიდანაც დგინდება, რომ 2025 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს „-------” (ს/ნ -------) დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთი შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ ნულის ტოლია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2025 წლის 9 ოქტომბერს 12:30 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით დგინდება, რომ გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა განცხადება და შედარების აქტი, რომლის მიხედვით შპს „-------” (ს/ნ -------) დავალიანება შპს „-------”-ის (ს/ნ -------) მიმართ 2025 წლის 23 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 475 313,75 ლარს. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 ივლისის წერილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, შპს „-------” (ს/ნ -------) გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საიდანაც დგინდება, რომ 2025 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს „-------” დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთი შპს „-------“-ის მიმართ ნულის ტოლია.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით დგინდება, რომ გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა განცხადება და შედარების აქტი, რომლის მიხედვით დებიტორის დავალიანება მომჩივანის მიმართ 2025 წლის 23 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 475 313,75 ლარს. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წერილით, დებიტორისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საიდანაც დგინდება, რომ 2025 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს-ს დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთი მომჩივანის მიმართ ნულის ტოლია. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)