ბრძანება N 1709
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1709
02.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(იურ. მის.: ---------- ;
ფაქტ. მის.: ---------- )
2022 წლის 14 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი№6) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №77284/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №30232 ბრძანებასთან და 2022 წლის 8 სექტემბრის №21-14/83473 წერილთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2022 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა საწარმოს შემოწმება, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №3 სამმართველოს 2022 წლის 2 სექტემბრის №----------21-14 მოხსენებითი ბარათი. ვინაიდან, გადამხდელისთვის გაუგებარი იყო შემოწმების დანიშვნის მიზეზი, მათ მიერ გამოთხოვილ იქნა ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათი, რაზეც უარი ეთქვა. გადამხდელის განმარტებით, აუდიტორისგან ეცნობა, რომ დასრულდა შემოწმება, თუმცა 2022 წლის 1 დეკემბერს მიიღო №30232 ბრძანება, რომლის საფუძველია აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების №7 სამმართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის №----------21-14 მოხსენებითი ბარათი. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმება აფერხებს საწარმოს გამართულ სამეწარმეო საქმიანობას, ვერ ახერხებს ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებას, ასევე კომერციული ბანკებიც უარს აცხადებენ კომპანიაზე სესხის გაცემაზე, უსახსრობის გამო მომწოდებლებისგან ვერ ახერხებს იმ ოდენობით საქონლის შესყიდვას რაც დაბალ ფასს განაპირობებს. ასევე, საწარმოს გააჩნია პროცენტიანი ვალი დამფუძნებლის მიმართ, რომლის დაუბრუნებლობაც გაუთვალისწინებელ ზიანს აყენებს კომპანიას. გადამხდელი ითხოვს 2022 წლის 1 დეკემბრის №30232 ბრძანების ბათილად ცნობას, ასევე შემოწმების დანიშვნისა და შემოწმების ვადის პერიოდის გაგრძელების თაობაზე მოხსნებითი ბარათების გადაცემას. აგრეთვე, ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 სექტემბრის №21-14/---------- წერილის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2022 წლის 2 სექტემბრის№22774ბრძანებისსაფუძველზედაინიშნაშპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ამ ბრძანების პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად, განისაზღვრა შემდეგი:
„1. დაინიშნოს შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება;
2. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2021 წლის 23 აპრილიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები;
3. შემოწმების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 5 სექტემბრიდან 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.“
აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 1 დეკემბერს გამოსცა №30232 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა შემდეგი:
„აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 სექტემბრის №22774 ბრძანებით განსაზღვრული შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდეს 2023 წლის 30 იანვრის ჩათვლით.“
აგრეთვე, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 6 სექტემბრის №129805 განცხადებით მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №3 სამმართველოს 2022 წლის 2 სექტემბერის №----------21-14 მოხსენებითი ბარათი, რომელიც საფუძვლად უდევს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 სექტემბრის №22774 ბრძანებას შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ.
ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 სექტემბრის №21-14/----------წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ მითითებული მოხსენებითი ბარათი და მისი საფუძვლები განეკუთვნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტებს. აგრეთვე, ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს გადამხდელის მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №30232 ბრძანებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 სექტემბრის №21-14/---------- წერილთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტისმომზადებასთანდაკავშირებულ,შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.
ზემოაღნიშნულისა და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო წერილი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, სადავო წერილი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.