ბრძანება N 20521
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20521
18 სექტემბერი 2024
ბრძანება
შპს „------ -ის “ (ს/ნ "------" )
(მის.: "-------")
2024 წლის 6 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 6 სექტემბრის №91827/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს №066-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი ეთანხმება გადაანგარიშების შედეგად შემცირებულ თანხას, კერძოდ, სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირებას, თუმცა არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ სხვა გადასახადებს და განმარტავს, რომ შემოწმების შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 დეკემბრის №31794 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების სხვაობასთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 დეკემბრის №31794 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული ჯარიმა სულ 78 139 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 22 აგვისტოს №066-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილ იქნა სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგები. გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა დამატებითი მტკიცებულებები და გაანგარიშებები, მათ შორის, კომპანიის მიერ საკუთარი ავტომობილების მოხმარებისთვის ჩამოწერილი საწვავის ოდენობების შესახებ. ყველა დამატებითი მტკიცებულებების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, დარიცხული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა დამატებითი მტკიცებულებები და გაანგარიშებები, მათ შორის, კომპანიის მიერ საკუთარი ავტომობილების მოხმარებისთვის ჩამოწერილი საწვავის ოდენობების შესახებ. ყველა დამატებითი მტკიცებულებების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, დარიცხული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ასევე, საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ეთანხმება გადაანგარიშების შედეგად შემცირებულ თანხას, კერძოდ, სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირებას, თუმცა არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ სხვა გადასახადებს და განმარტავს, რომ შემოწმების შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილ იქნა სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგები. გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა დამატებითი მტკიცებულებები და გაანგარიშებები, მათ შორის, კომპანიის მიერ საკუთარი ავტომობილების მოხმარებისთვის ჩამოწერილი საწვავის ოდენობების შესახებ. ყველა დამატებითი მტკიცებულებების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, დარიცხული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).