ბრძანება N 21339
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21339
01 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---)
2025 წლის 27 აგვისტოს და 12 სექტემბრის საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 27 აგვისტოს №97747/1/2025 და 12 სექტემბრის №97966/1/2025 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №001-46 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით ითხოვს დავის დაწყებას და აცხადებს, რომ დარიცხვა მოხდა ბაზურად და ხარჯებში გათვალისწინებული არ იყო ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები (მიღება-ჩაბარების აქტები, საბანკო გარანტიები და სხვა ხარჯები). ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში დარიცხულ თანხებს, კერძოდ, კომპანიას დაბეგრილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც განაშთული აქვს საბოლოო ანგარიშ-ფაქტურაზე, შემოწმების დროს იგი არ იქნა გათვალისწინებული და გაიზარდა კომპანიის დასაბეგრი ბრუნვა. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ შემოწმების პერიოდში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადახდილი ვალდებულებების სრული თანხა შეადგენს 2 134 191,87 ლარს, გადახდილი ხელფასები შეადგენდა 63 541 ლარს, ასევე, შემოწმების პერიოდში მოხდა ბიუჯეტში 53 366,31 ლარის გადახდა, საიდანაც 1 564,04 ლარი დაბრუნებულ იქნა. სულ ჯამში ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 51 802,27 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავალს მინუს ხარჯების გაანგარიშებით შემოსავალი არის 350 385,57 ლარი და 566 115 ლარზე დარიცხული 113 223 ლარი არ შეესაბამება რეალობას. ამასთანავე, აღნიშნულ დარიცხვებში არ იქნა გათვალისწინებული სადაზღვევოებისთვის და საპენსიო სააგენტოში გადახდილი თანხები, ტენდერში მონაწილეობის, საბანკო მომსახურეობებში და მცირე მეწარეემისთვის გადახდილი თანხები. მიუთითებს, რომ დამატებით დანართის სახით წარმოდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ხარჯები ჩაშლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრის მიხედვით. აცხადებს, რომ საქმეში არსებული ახალი გარემობებიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული აქტი შეიცავს არაზუსტ მონაცემებს, რის გამოც ვერ იძლევა სამართლებრივ შედეგს. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 მარტის №5085 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 2 აპრილის №7256 ბრძანება და ამავე თარიღის №001-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 177 112 ლარი, მათ შორის, გადასახადი 114 435 ლარი, ჯარიმა 57 149 ლარი და საურავი 5 528 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
6.30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი.
ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №001-46 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №001-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ 2024 წლის 14 აგვისტოს წარმოდგენილი №91434/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 აგვისტოს №19083 ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №001-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №001-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით ითხოვს დავის დაწყებას და საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 2 აპრილის №7256 ბრძანება და ამავე თარიღის №001-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 177 112 ლარი, მათ შორის, გადასახადი 114 435 ლარი, ჯარიმა 57 149 ლარი და საურავი 5 528 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №001-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299; 301 (ზ).