ბრძანება N 8716
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8716
21.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“-ის (ს/ნ )
(მის: ------------------)
2023 წლის 31 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „-----------"-ის (ს/ნ --------) №80030/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 3 ნოემბრის ID: ---------- გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა ID: --------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 3 ნოემბრის ID: ---------გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოთავაზებული პირობებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია:
ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;
ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას. გადამხდელს უარი ეთქვა შემოთავაზებული პირობებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოთავაზებული პირობებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293 (1);