ბრძანება N 14200
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14200
20.06.2023
შპს „--------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------------)
2023 წლის 10 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 10 ივნისის №81582/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №007-114 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილული ფულადი ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ სალაროს ნაშთი შეადგენს 96 577 ლარს და არა 355 210 ლარს. მიუთითებს, რომ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 043 992 ლარს დღგ-ის გარეშე, შეძენილ სმფ-ებზე გადახდილი აქვს 894 265 ლარი. ასევე, საწარმოს მიერ გადახდილი იჯარის თანხა შეადგენს ჯამურად 13 000 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი აქვს 40 150 ლარი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ კრედიტით მიღებული თანხა მოხმარდა სმფ-ების შეძენას და ამასთან, ვადაზე ადრე დაბრუნდა კრედიტი უკან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7518 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 14 ოქტომბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აბ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7518 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 11 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 23 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 მაისის №007–114 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს დაევალა გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, რაც გადამხდელის მხრიდან არ შესრულებულა, კერძოდ, გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუემნტი, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, მე-2 სადავო საკითხად გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ კრედიტით მიღებული თანხა მოხმარდა სმფ-ების შეძენას და ამასთან, ვადაზე ადრე დაბრუნდა კრედიტი უკან.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).