ბრძანება N 21660

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 29.07.2020
№ დოკუმენტი 21660
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 21660

29/07/2020

შპს "--------------" (ს/კ --------------)

(მის: ---------------------------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 08 ივლისის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს "--------------" (ს/კ --------------) 2019 წლის 27 დეკემბრის №271516/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 28 ნოემბრის №259-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

არ ეთანხმება მოგების გადასახადით დაბეგვრას, იმ საფუძვლით, რომ შემოწმებით ვერ დადგინდა საქონლის მიმღები, რომლის მიმართაც გადამხდელს გააჩნია მოთხოვნა და აღნიშნული განხილულ იქნა დანაკლისად. აცხადებს, რომ საქონლის მიწოდება განხორციელდა ფიზიკურ პირებზე, რომელთა მიმართ კომპანიამ დააფიქსირა დებიტორული მოთხოვნა, თუმცა დებიტორებისაგან თანხის მიღება განხორციელდა არა 2018 წლის აგვისტოს თვეში, არამედ შემდგომ პერიოდში. რეალიზაციას ახორციელებს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. მყიდველებზე, რომლებსაც არ სჭირდებათ საბუთით საქონლის მიღება რადგან არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და საქონელი პირადი სარგებლობისთვისაა განკუთვნილი, არ ხორციელდება სასაქონლო ზედნადების გამოწერა და ყველა პირი ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულია ჯამურად, შესაბამის საბუღალტრო ანგარიშზე. იმის გამო, რომ რეალიზაცია განხორციელდა არაიდენტიფიცირებად პირებზე, რეალიზებული საქონლის დანაკლისად განხილვა არასწორია, მაშინ როდესაც არ ხორციელედება ისეთი საქონლის რეალიზაია, რომელთა ფიზიკური დასაწყობება შეუძლებელია.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №678 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის - მაისიდან 2019 წლის - ივლისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 27 ნოემბერს №41245 ბრძანება და 28 ნოემბერს №259-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 20 373 ლარი, მათ შორის, გადასახადი 11 771 ლარი, ჯარიმა 6 436 ლარი, საურავი 2 166 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, გადამხდელს 2018 წლის აგვისტოს თვეში ნაჩვენები აქვს არაიდენტიფიცირებად პირებზე საქონლის მიწოდება, რომელიც დაბეგრილი აქვს შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში, ელექტრონული აღრიცხვის პროგრამაში ფიქსირდება, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე განხორციელებულია შესაბამისი საქონლის ჩამოწერა, თუმცა თანხის მიღება არ ჩანს.

შემოწმების შედეგად, რადგან ვერ დგინდება საქონლის მიმღები, რომლის მიმართაც გადამხდელს გაჩნია მოთხოვნა, აღნიშნულო ოპერაცია ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად, დანაკლისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დანაკლისი საბაზრო ღირებულებით დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური საკითხის განხილვისას მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაკლისი - გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოს თვეში ნაჩვენები აქვს არაიდენტიფიცირებად პირებზე საქონლის მიწოდება, რომელიც ასევე ნაჩვენები აქვს შესაბამისი თვის დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში. ბუღალტრულ პროგრამაში, აღნიშნული ოპერაცია გატარებულია 1410-1 126 ანგარიშზე (მომხმარებელი) და სხვა ოპერაციები რომლებიც უკავშირდება ფიზიკურ პირებზე საცალო რეალიზაციებს გატარებულია 1410-18 ანგარიშზე (საკასო აპარატი).

მომჩივანის განმარტებით საქონლის მიწოდება განხორციელდა ფიზიკურ პირებზე, რომელთა მიმართ კომპანიამ დააფიქსირა დებიტორული მოთხოვნა, თუმცა დებიტორებისაგან თანხის მიღება განხორციელდა არა 2018 წლის აგვისტოს თვეში, არამედ შემდგომ პერიოდში. ასევე, მყიდველებზე, რომლებსაც არ სჭირდებათ საბუთით საქონლის მიღება, რადგან არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და საქონელი პირადი სარგებლობისთვისაა განკუთვნილი, არ ხორციელდება სასაქონლო ზედნადების გამოწერა და ყველა პირი ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულია ჯამურად შესაბამის საბუღალტრო ანგარიშზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, სადავო ოპერაციის მიხედვით თანხა ჯამურად (არაიდენტიფიცირებულად) მიღებულია შემდგომ საანგარიშო პერიოდში და აღნიშნული, საწარმოს დირექტორის მიერ, შეტანილია ბანკში, დანიშნულებით, ნავაჭრი ამონაგები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაიდენტიფიცირებად პირებზე საქონლის უსასყიდლო მიწოდებად, დანაკლისად, განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს "--------------" (ს/კ --------------)-ს 2019 წლის 27 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაიდენტიფიცირებად პირებზე საქონლის უსასყიდლო მიწოდებად, დანაკლისად, განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადით დაბეგვრას, იმ საფუძვლით, რომ შემოწმებით ვერ დადგინდა საქონლის მიმღები, რომლის მიმართაც გადამხდელს გააჩნია მოთხოვნა და აღნიშნული განხილულ იქნა დანაკლისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელს 2018 წლის აგვისტოს თვეში ნაჩვენები აქვს არაიდენტიფიცირებად პირებზე საქონლის მიწოდება, რომელიც დაბეგრილი აქვს შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში, აღნიშნულ ოპერაციაზე განხორციელებულია შესაბამისი საქონლის ჩამოწერა, თუმცა თანხის მიღება არ ჩანს.

მომჩივანის განმარტებით საქონლის მიწოდება განხორციელდა ფიზიკურ პირებზე, რომელთა მიმართ თუმცა თანხის მიღება განხორციელდა არა 2018 წლის აგვისტოს თვეში, არამედ შემდგომ პერიოდში. ასევე, მყიდველებზე, რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას არ ხორციელდება სასაქონლო ზედნადების გამოწერა და ყველა პირი ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულია ჯამურად შესაბამის საბუღალტრო ანგარიშზე.

შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნულო ოპერაცია ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად, დანაკლისად, სსკ-ს 983 მუხლის მე-2 ნაწილით, დანაკლისი საბაზრო ღირებულებით დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს275-ე მუხლის თანახმად.

 

გადაწყვეტილება

 

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაიდენტიფიცირებად პირებზე საქონლის უსასყიდლო მიწოდებად, დანაკლისად, განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11); 983(2); 275