ბრძანება N 19647
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19647
09 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 28 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №82676/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №CB1489375 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპერტამენტის №011- 2835 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებით მოთხოვნილია 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის წარდგენა, საკუთრებაში არსებული ქონების ნუსხის და ფულადი საშუალებების შესახებ, ხოლო 2023 წლის 19 ივლისს შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1489375, რომლის მიხედვითაც მოხდა დაჯარიმება 400 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურში ვიზიტის დროს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ წერილობითი შეტყობინება იყო გაგზავნილი საცხოვრებელი სახლის მისამართზე (ძველ მისამართზე) და ჩაბარებული, რის შესახებაც ინფორმაციასაც არ ფლობდნენ. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა მოხდა ელექტრონულად 2023 წლის 27 ივლისს. ითხოვს, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას და ჯარიმისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიმართ 2023 წლის 16 ივნისს გამოცემულ იქნა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-2835 ბრძანება, რომელიც 2023 წლის 27 ივნისს ჩაბარდა დედას, ------- (პ/ნ 0-------). აღნიშნული ბრძანების მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე.
რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიერ არ იქნა წარმოდგენილი №011-2835 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულზე შედგენილ იქნა 2023 წლის 19 ივლისის №CB1489375 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 27 ივლისს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით ფ/პ ------- (პ/ნ -------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 3075.71 ლარი, საურავი 468.17 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 400 ლარს. ამასთან, ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიერ ინფორმაცია 2023 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით წარმოდგენილი არ არის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაუსაბუთებელია, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ფ/პ მიმართ 2023 წლის 16 ივნისს გამოცემულ იქნა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, რომელიც 2023 წლის 27 ივნისს ჩაბარდა დედას. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე.
რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ფ/პ მიერ არ იქნა წარმოდგენილი განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულზე შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(1)