გადაწყვეტილება №25895/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25895/2/2025
04 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 23.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25895/2/2025).
დავის საგანი:
1. საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციების მიხედვით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19809 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 50 911.04 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 28 559.33
ჯარიმა - 8 084.41
საურავი - 14 267.3
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 18.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №13616 ბრძანება და №081-132 საგადასახადო მოთხოვნა. რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.09.2025 წლის №19809 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავოა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა, სულ 50 911.04 ლარი: გადასახადი - 28 559.33 ლარი, ჯარიმა - 8 084.41 ლარი და საურავი - 14 267.3 ლარი.
შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 ოქტომბრის №1632 განკარგულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და მომჩივანს შორის 2025 წლის 9 ოქტომბერს გაფორმდა №25/126 საგადასახადო შეთანხმება, რომლის მიხედვით, 2025 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განისაზღვრა 38 000 ლარით. აღნიშნული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე, გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 ოქტომბრის №25/80-2025-80 ბრძანება.
ამგვარად, ვინაიდან, 2025 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სალდირებულ საგადასახადო დავალიანებაზე, გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციების მიხედვით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და მომჩივანს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლის მიხედვით, გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განისაზღვრა 38 000 ლარით. აღნიშნული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე, გამოიცა შემოსავლების სამსახურის ბრძანება
გადაწყვეტილება
ვინაიდან, სალდირებულ საგადასახადო დავალიანებაზე, გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ო)