გადაწყვეტილება №22949/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22949/2/2024
06 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 24.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22949/2/2024).
დავის საგანი:
1. მყიდველებზე საკუთრებაში გადაცემული ბინების მიწოდებულად განხილვა და დღგ-ის დარიცხვა;
2. შემოწმებით დამატებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისი თანხის მიღებულად ჩათვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. ფიზიკურ პირებზე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის თანხების დაბეგვრა;
4. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება საქონელის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაუდასტურებლობის გამო;
5. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი და დოკუმენტაციის გარეშე გადახდილი თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-708 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6612 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 533 263,66 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 891 960
დღგ - 715 023
მიწაზე (არასასოფლო)
ქონების გადასახადი - 1 713
მოგების გადასახადი - 2 328
საშემოსავლო გადასახადი - 1 172 896
ჯარიმა - 946 080
საურავი - 695 223,66
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 25.05.2020 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-708 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6612 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №41348-21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6612 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 26.03.2024 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 30.03.2024 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6612 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 19.04.2024 წელი. ხოლო, საჩივარი (№22949/2/2024) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 24.04.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6612 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხებია:
დავის საგანი:
1. მყიდველებზე საკუთრებაში გადაცემული ბინების მიწოდებულად განხილვა და დღგ-ის დარიცხვა;
2. შემოწმებით დამატებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისი თანხის მიღებულად ჩათვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. ფიზიკურ პირებზე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის თანხების დაბეგვრა;
4. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება საქონელის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაუდასტურებლობის გამო;
5. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი და დოკუმენტაციის გარეშე გადახდილი თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6612 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6612 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე)