N 3609-XIIIმს-Xმპ - 01/11/2023 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 01.11.2023
№ დოკუმენტი 3609-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 16511 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამსაქმებლის ან დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:

„21. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა −

გამოიწვევს გაფრთხილებას.

22. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

2. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 157-ე, 165-ე, 16510 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის − საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2298 მუხლი:

„მუხლი 2298. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

4. 239-ე მუხლის:

ა) 57-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„57. ამ კოდექსის 99-ე და 16510 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“;

ბ) 75-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 76-ე ნაწილი:

„76. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები მათ მიერვე დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,1 ნოემბერი 2023 წ.

N3609-XIIIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე